სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - ზიზუსა და პერესს შორის უთანხმოებაა
ესპანური გამოცემებზე დაყრდნობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები ძალიან დაძაბულია, რაც პირველ რიგში მთავარ მწვრთნელსა და ფლორენტინო პერესს შორის უთანხმოებაში გამოიხატება.
საქმე ისკოსა და ხამეს როდრიგესს ეხება. ალარკონი „ტოტენჰემში“ გადასვლასთან ახლოს არის, პრეზიდენტ პერესს ინგლისელთა შემოთავაზება მისაღებად მიაჩნია,
თუმცა ეს პოზიცია მიუღებელია ზინედინ ზიდანისთვის, რომელიც მზად არის, დათმოს ხამესი და შეინარჩუნოს ისკო.
კოლუმბიელი პერესის ფავორიტია. ფლორენტინოს სჯერა, რომ „ათიანი“ ძველ ფორმას დაიბრუნებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელიც პოზიცია გაიმარჯვებს, ყველაფერს ნათელი დაახლოებით 12 საათში მოეფინება.
- 31 აგვისტო 2016
- 5 205
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.