კალეხონი "თამაშგარეშია"
როგორც მოგეხსენებათ, შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირება.
აღსანიშნავია, რომ "ესპანიოლის" ღირსებას იცავს "რეალის" აკადემიის აღზრდილი, ხოსე კალეხონი.ამ უკანასკნელს, უქმეებზე გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს.
ახალგაზრდა მოთამაშეს კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი უკრძალავს თამაშს, ანუ ხელშეკრულებაში ხაზგასმით წერია, რომ კალეხონს არ შეუძლია თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში უალოესი ორი წლის განმავლობაში.
აღნიშნული ფაქტით შეშფოთებულია კატალონიელთა დამრიგებელი, მაურისიო პოკეტინო.ის თვლის, რომ ასეთი პუნქტები მხოლოდ მაშინ უნდა ჩაიდოს კონტაქტში, როდესაც მოთამაშე გადადის იმ დონის გუნდში, რა დონის გუნდშიც ასპარეზობდა ადრე: "მადრიდელთა მხრიდან ასეთი პუნქტის გამოყენება უცნაურია."
თავად კალეხონი "ესპანიოლის" შემადგენლობის ძირითადი ბინადარია.თავდასხმელმა წლევანდელ ლა ლიგაზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.ცნობისათვის გეტყვით, რომ პოკეტინოს ხოსეს გარდა, ნაკამურა, ფორლინი და ურტადო დააკლდება.
- 3 თებერვალი 2010
- 1 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.