მოდრიჩი „რეალში“ გადასვლის 4 წლის იუბილეს აღნიშნავს
მას შემდეგ, რაც ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ მაისური მოირგო, 4 წელიწადი გავიდა...
ამ ხნის განმავლობაში ხორვატის ირგვლივ ბევრჯერ შეიცვალა მოვლენები. ის დიდი ზარ-ზეიმით იყიდეს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ფორმაციის „რეალში“ ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებდა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ხშირად უწევდა.
შემდეგ იყო კარლო ანჩელოტის, რაფაელ ბენიტესისა და ზინედინ ზიდანის ეპოქა, სადაც ხორვატს ალტერნატივა არ ჰყავდა.
4 წელიწადში ლუკამ ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა წარმატებაში.
- 29 აგვისტო 2016
- 2 000
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.