„იუვენტუსის“ ბოლო შეთავაზება „რეალს“ და ისკოს
ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ მიმართა. საბოლოო წინადადების ფორმირება დასრულებულია, იტალიურმა მხარემ ისკოსთვის 40 მილიონი ევრო გამოყო.
ტურინელებმა ოფიციალური წერილი გაამზადეს და ახლა ფლორენტინო პერესის რეაგირებას ელიან.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ დათანხმდა, იტალიური კლუბი მზად არის, მადრიდული გიგანტის ანგარიშზე 40 მილიონი ევრო ჩარიცხოს, თავად ფეხბურთელს კი 5 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.
მადრიდის „რეალს“ პასუხის მოსაფიქრებლად 8 დღე დარჩა.
- 23 აგვისტო 2016
- 5 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.