შედგება სენსაციური "ელ კლასიკო" ?
ესპანურმა კლუბებმა მადრიდის "რეალმა" და კატალონიის "ბარსელონამ" შესაძლოა გამართონ საქველმოქმედო მატჩი, ჰაიტის დასახმარებლად...
სოციალურ ქსელ Facebook-ში უკვე 80 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა დაუჭირა მხარი ამ იდიას. ლაპორტა და პერესი შეხვდნენ ერთმანეთს ამ თემაზე სასაუბროდ, მაგრამ ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა. ორივე გუნდს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს და ძნელად სავარაუდოა ეს მატჩი შედგეს.
იმის ალბათობაც არსებობს, რომ მატჩი დანიშნონ იმ დროს როცა ესპანეთში სამეფო თასის თამაშები გაიმართება, შეგახსენებთ, რომ ორივე კლუბი გამოეთიშა ამ გათამაშებას. ისიც ძნელი წარმოსადგენია ამ თამაშმა ”ამხანაგურის” სტატუსი მიიღოს.
ამ დროისათვის ორივე კლუბი უკვე დაეხმარა დაზარალებულებს. "სამეფო კლუბმა" 250 ათასი ევრო გაუგზავნა ჰაიტელებს. აგრეთვე ორივე კლუბმა პორტ-პრენსში დააარსა საფეხბურთო სკოლა.
ინფორმაციის წყარო:eurosport.ru
- 3 თებერვალი 2010
- 2 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.