ზიდანი: "ხამესი რჩება... აგვისტომდე შეიძლება ვინმე დავიმატოთ"
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
გამოსასწორებელი ასპექტები: "როდესაც სახლში სამ გოლს უშვებ, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელი გაქვს რაღაცეები. მიმდინარე წინასასეზონო მზადებისას ბევრი გოლი არ გაგვიშვია. მზადება კი იმისთვისაა, რომ ყველას მიეცეს სათამაშო დრო. გაშვებული გოლების ამის გამოა. დღეიდან ამხანაგური შეხვედრები დასრულდა. უკვე მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება ლიგის თამაშებზე და მზად ვიყოთ ჩვენი თამაშის საჩვენებლად."
ხამესი: "ხამესი აქ რჩება. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით . თქვენ კი გამუდმებით ერთსა და იმავეს მეკითხებით. რამდენჯერაც არ უნდა მკითხოვთ, ჩემი პასუხი არ შეიცვლება."
ახალი ფეხბურთელების დამატება: "დაველოდოთ 31 აგვისტოს. მე მყავს შემადგენლობა, რომლითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მოხდეს."
მწვრთნელი, რომლის დროსაც ყველაზე ნაკლები დაიხარჯა ტრანსფერებში ბოლო 15 წლის მანძილზე: "ძალიანაც კარგი. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო ახალი ფეხბურთელის დამატება. რაც არ უნდა მოხდეს, მე შემიძლია ვთქვა , რომ სავსებით მაკმაყოფილებს ეს შემადგენლობა. შემადგენლობა, რომლითაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა და სუპერ თასი მოვიგეთ. ერთადერთი, რაც ეხლა მადარდებს, ეს მუშაობაა, ვინაიდან მადრიდში ბევრი უნდა იმუშაო."
ფაბრეგასი: "ნახევარდაცვაში ისედაც ბევრი ფეხბურთელი მყავს. ფაბრეგასის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან დიდი კონკურენციაა ნახევარდაცვაში. ჩვენთან სამი თუ ოთხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ყოველთვის დარჩება სათადარიგოთა სკამზე"
ასენსიო: "მან იცის, თუ რა სამუშაოს გაწევა მოუწევს ამ სეზონში, ისევე როგორც ყველა ჩემმა ფეხბურთელმა. არავის მოტყუება არ მინდა, ამიტომ ყველასთვის ნათქვამი მაქვს, რომ სათამაშო დროის ქონისთვის მაქსიმალური უნდა გაიღონ და მოედანზე მხოლოდ იმ დროს საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გამოვლენ."
მარიანი: "ჯერ ვერაფერს ვიტყვით. დაველოდოთ რა მოხდება. ამჟამად ის ჩვენი ფეხბურთელია . მისი პრეზენტაცია არ მომხდარა, ვინაიდან "კასტილიაში" ირიცხება, მაგრამ 31-მდე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. დღეს ის ჩვენთან ერთადაა და მისი თამაშით კმაყოფილები ვართ."
წყარო: as
- 17 აგვისტო 2016
- 6 416
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.