გუტი:„გუნდის ესპანიზაცია უმთავრესია“
ხოსე მარია გუტიერეს ფერნანდესი „რეალში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება...
„ბრავო ფლორენტინო პერესს, ის გუნდის ესპანიზაციის პროცესს წარმატებით განაგრძობს.“
„მარკო ასენსიო და ალვარო მორატა მომდევნო სეზონში „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავენ. მიხარია, რომ კოლექტივში ამდენმა ესპანელმა მოიყარა თავი.“
„ხესე წავიდა, თუმცა გუნდს ორი ესპანელი შეემატა მარკოსა და ალვაროს სახით. კოლექტივს ასევე ჰყავს რამოსი, კარვახალი და სხვები.“
„მჯერა, რომ კოლექტივის ესპანელი ფეხბურთელებით დაკომპლექტება წარმატებული ნაბიჯი იქნება.“
- 16 აგვისტო 2016
- 2 165
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.