პროექტი გალაქტიკო შეჩერებულია

უკვე მეორე ზაფხულია მადრიდის რეალი ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებისაგან თავს იკავებს და უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებს, რომლებიც ან კასტილიიდან მოჰყავთ ან სხვადასხვა კლუბებიდან იძენენ.

სამეფო კლუბმა უკვე წარადგინა ალვარო მორატა, რომელმაც გუნდი 2014 წელს იმ პირობით დატოვა, რომ კარგად ასპარეზობის შემთხვევაში მშობლიურ კლუბში დაბრუნდებოდა. ახლა კი ჯერი ასენსიოზეა, რომელიც ასევე განათხოვრებული იყო და ამ პერიოდში საკმაოდ გაიზარდა როგორც ფეხბურთელი.

პირველი მანდატის დროს 2000-2005 წლებში, პერესი მსოფლიო ვარსკვლავების შეძენასთან ერთად ხელს უწყობდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებას პირველ გუნდში. ზიდანის შეძენისა და ფრანცისკო პავონის ძირითად გუნდში გადმოყვანის შემდეგ აღნიშნულ პროექტს ზიდანები და პავონები ეწოდა. სამწუხაროდ პროექტმა არ გაამართლა, რადგან რაულ ბრავო, პავონი, ოსკარ მინამბრესი, ალვარო მეხია და ხავიერ პორტილიო არც ისეთი ნიჭიერები და სანდო ფეხბურთელები იყვნენ, როგორც მათი სამი წინამორბედი რაული, გუტი და კასილასი. შესაბამისად მადრიდის რეალმა ლიდერობა ბარსელონას დაუთმო და პერესი ცუდი შედეგების გამო იძულებული იყო გადამდგარიყო. 2009 წელს მშენებლობის ესპანელი მანდატი კვლავ დაუბრუნდა რეალის სათავეებს და პირობა დადო, რომ იგივე ფილოსოფიას კიდევ ერთხელ მისცემდა შანსს.

გამომდინარე იქიდან, რომ სამეფო კლუბს მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აკრძალული ექნება ფეხბურთელების შეძენას, ყველა ელოდებოდა, სამეფო კლუბის არნახულ აქტიურობას. მიუხედავად ამისა, პერესმა არავინ შეიძინა, პირიქით მან გაუძლო ცდუნებას, რომ კიდევ ერთხელ არ დაემხო სატრანსფერო რეკორდი და უარი თქვა პოლ პოგბას შეძენაზე.

სამეფო კლუბის ქომაგები, რომლებიც უკვე მიეჩვივნენ ისეთი ფეხბურთელების წარდგენას როგორებიც არიან: კაკა, რონალდო, ბეილი და ა.შ. წელს სრულიად განსხვავებულ პრეზენტაციას დაესწრნენ, ეს იყო მათი გუნდის წიაღში გაზრდილი ალვარო მორატა.

კასტილიელი გუნდში კონკურენციას კარიმ ბენზემას გაუწევს, რომელიც ჯერ-ჯერობით ტრავმირებულია, მაგრამ მაინც ძირითადი შემადგენლობის და BBC-ს უცვლელ წევრად ითვლება. ასენსიომ კი უკვე შეიტანა თავისი წვლილი პირველი თასის აღმართვაში. მან ბრწყინვალე გოლი გაუტანა სევილიას სუპერთასის ფინალში.

ეს უკანასკნელნი დაემატებიან მადრიდის რეალის ესპანურ ბირთვს, რომელსაც დღემდე რამოსი, დანიელ კარვახალი, ლუკას ვასკესი ნაჩო და ისკო შეადგენენ. გარდა ამისა გუნდში ირიცხებიან მოდრიჩი, კროოსი, BBC, ხამეს როდრიგესი, პეპე და ვარანი. ალბათ კიდევ ერთი გალაქტიკოს შეძენა ბალანსს დაარღვევდა არსებულ შემადგენლობაში.

ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და სამწვრთნელო კარიერაც ბრწყინვალედ დაიწყო, ამიტომ მან კარგად იცის რომ აღნიშნულმა ფილოსოფიამ შესაძლოა გაამართლოს, რადგან ნიჭიერ ესპანერ ფეხბურთელებს გვერდს უმაგრებენ მსოფლიოს ტოპ კლასის მოთამაშეები. მართალია ზიდანებმა და პავონებმა კრახი განიცადეს, თუმცა ზიდანებს და მორატებს კარგი შანსი უნდა ჰქონდეთ.

სტტია ნათარგმნია Goal.Com-იდან და არ წარმოადგენს HalaMadrid.Ge-ს ადმინისტრაციის პოზიციას.

  • Junior
  • 16 აგვისტო 2016
  • 5 644
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)