სიტიმ გაგოს შეძენა ვერ მოასწრო
ფერნანდო გაგო მადრიდის რეალში დარჩება მინიმუმ სეზონის ბოლომდე. მისი კლუბში დარჩენის მიზეზი კი ის არის, რომ მანჩესტერ "სიტიმ" ვერ მოასწრო მასთნ კონტრაქტის გაფორმება.
ესპანური გამომცემლობების ცნობით მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "სიტი" 31 დეკემბერს შეთნხმდნენ გაგოს სატრანსფერო ფასსზე (18 მილიონი ევრო). ტრანსფერის განსახორციელებლად ინგლისელებს სჭირდებოდათ კლუბის მფლობელი არაბი შიხის ალ მანსურას თნხმობა, რათა მას წარედგინა საბანკო გარანტიები, რომლის შემდეგაც გაგო "სიტის" რიგებში აღმოჩნდებოდა, თუმცა მანსურამ ამის გაკეთება ვერ მოასწრო 18:00 საათამდე, სწორედ ამ დროს დაიხურა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა.
ინგლისური კლუბის სპორტული დირექტორი აწარმოებდა მოლაპარაკებას "პარმას" საყრდენ ნახევარმცველ მაკდონალდ მარიგისთან, თუმცა ამ ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა და "სიტის" ხელმძღვანელობა იძულებული იყო განეახლებინა მოლაპარაკებები მადრიდის რეალთან, მათ იმდენად სურდათ გაგოს შეძენა, რომ დათნხმდნენ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობის ყველა პირობას. მიუხედავად ამისა, მადრიდული გრანდი არ ჩქარობდა არგენტინელის გუნდიდან გაშვებას, ვინაიდან კლუბში ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, აგრეთვე სამეფო კლუბი დატოვა ჰოლანდიელმა მეგოლემ რუუდ ვან ნისტელროიმ, მაგრამ როდესაც "სიტიმ" "რეალს" 18 მილიონი ევრო შესთვაზა, პერესი დათანხმდა არაბი შეიხის შემოთვაზებას და რომ არა სატრანსფერო ფანჯრის დახურვა გაგო ცისფერ მაისურს მოირგებდა.
- 2 თებერვალი 2010
- 1 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.