მორატა:„ამ წელს ყველაფრის მოგებას ვაპირებ“
ალვარო მორატა პრეზენტაციის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში გაემართა...
„ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა. იტალიაში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, დიდი პროგრესი ვაჩვენე და მადრიდს გაცილებით უფრო დიდი ფეხბურთელის რანგში ვუბრუნდები.“
„უდავოდ, მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მოვუწოდებ თითოეულ კასტილიელს, არ დაიზარონ, ბოლომდე იბრძოლონ, ბევრი ივარჯიშონ და ყველაფერი გააკეთონ „ბლანკოსში“ მოსახვედრად. ეს შესაძლებელია, დადგება დღე, როდესაც მათი დროც მოვა.“
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მადრიდისტა ვარ და სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში ჩემი ოცნებაა. უდიდესი წნეხისა და კონკურენციის წინაშე დავდექი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ.“
„„ბლანკოსში“ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, მაგრამ სუპერთასი უკვე მოვიგე. ამ სეზონში ყველაფრის მოგებას ვგეგმავ.“
„ტურინის „იუვენტუსი“ ჩემ გულში ყოველთვის დარჩება, მაგრამ გული მადრიდისკენ მომიწევდა.“
„იმედი მაქვს, მოედანზე გასვლის და თამაშის შანსი ხშირად მომეცემა, რათა გოლების გატანა შევძლო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო.“
„მწვრთნელი გადაწვეტს ყოველ კვირაში გავალ მოედანზე , თუ არა.“
„გადმოვედი გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 11-ჯერ აქვს მოგებული. ეს არის საოცარი შეგრძნება და მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო და ბევრი ვიშრომო. ზიზუს ვესაუბრე, ის მენდობა.“
„მთავარ გუნდში ბევრმა კასტილიელმა მოიყარა თავი, მათ შორის არიან ნაჩო ფერნანდესი, კაზემირო და კარვახალი. საკმაოდ კარგი ტრადიცია დამკვიდრდა.“
- 15 აგვისტო 2016
- 1 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.