ზიზუს ფეხბურთელების ყიდვა სურს, პერესს არა
კულუარული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება...
საქმე იმაშია, რომ ზინედინ ზიდანი 2-3 ფეხბურთელის დამატებას მოითხოვს, ფლორენტინო პერესს კი სხვა ხედვები აქვს და თვლის, რომ არსებული რესურსი სრულიად საკმარისია წარმატების მისაღწევად.
ვერავინ ხვდება რა სჭირს პერესს, ადამიანს, რომელიც არასდროს ენდობოდა ახალგაზრდა კასტილიელებს და ყოველთვის უდიდეს ფულს ხარჯავდა სუპერ ვარსვლავებში. როგორც სჩანს, ფლორენტინო მიდგომას ცვლის.
რაც შეეხება ზიზუს პოზიციას. ფრანგი ლეგენდა თვლის, რომ არსებული რესურსი ნამდვილად დიდია, მაგრამ სატრანსფერო ბანის გამო მომავალში შესაძლოა, დიდი პრობლემები შეიქმნას. მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოებაა.
- 13 აგვისტო 2016
- 7 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.