ბეილმა შესაძლოა 45 წუთი ითამაშოს
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილის მზადებით კმაყოფილია და შესაძლოა, მოედანზე გასვლის შანსიც მისცეს...
უელსელი ფეხბურთელი კოლექტივს სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა, აქედან გამომდინარე, ფორმაში ჩადგომა 100%-ით ვერ მოასწრო, თუმცა თავდადებით ვარჯიშისა და ზიზუს სპეციალური პროგრამის ზედმიწევნით შესრულების გამო, გარეთმა შესაძლოა ერთი ტაიმი ითამაშოს.
სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ ბეილი პირველ ტაიმში სათადარიგოთა სკამზე დაჯდება, მეორე ნახევარში კი გუნდს შეუერთდება, ხოლო თუ მოვლენები ისე განვითარდა, რომ შეტევის გაძლიერების საჭიროება არ შეიქმნა, ბეილი სკამზე დარჩება.
- 7 აგვისტო 2016
- 1 961
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.