”ბლანკოსს” ახალი კონკურენტი გამოუჩნდა
გუშინ რამოდენიმე უცხოურმა ვებ-საიტმა ხმები გაავრცელა, თითქოს კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა, ”სანტარდერის რასინგის ” ტალანტის სერხიო კანალესის შეძენით.
”მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად მიმართა ხსენებულ კლუბს კანალესის შეძენის თაობაზე. ”წითელი ეშმაკების” წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელის მამას და ისაუბრეს მოსალოდნელის ტრანსფერის შესახებ.
ამავე წყაროს მიხედვით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”მანჩესტერმა” უკვე მიაღწია შეთანხმებას ესპანურ კლუბთან და სერხიო სეზონის ბოლოს შეუერთდება მათ, აგრეთვე ინგლისელები მზად არიან მასში 18 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ინფორმაციის წყარო:soccer.ru
სტატიის ავტორი:buxu
- 31 იანვარი 2010
- 3 288
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.