ზიდანი:„ჩვენ ძალიან გავძლიერდით“
ზინედინ ზიდანმა „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ ძალიან გავძლიერდით. ნაყოფიერი პრე-სეზონი გვაქვს, რაც არსებულ შედეგებზეც აისახება. გუნდი სუპერთასის მატჩისთვის მზად არის, კიდევ რამდენიმე დღე დაგვრჩა, რომელსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „სევილიას“ სათანადო ფეხბურთი დავუპირისპიროთ.“
„მადრიდში დავბრუნდებით, სადაც მთელი კოლექტივი ერთად ივარჯიშებს. კარიმ ბენზემას კონდიცია არ მაკმაყოფილებს და ძალიან მაღელვებს, იმედი მაქვს, ფრანგი ფეხბურთელი მომდევნო დღეებში დიდ პროგრესს აჩვენებს და სუპეთასის პაექრობაში დაგვეხმარება, მისი მოედანზე ყოფნა ბევრ რამეს გადაწყვეტს.“
„ფეხბურთელებით მუშაობით კმაყოფილი ვარ. ხამეს როდრიგესმა ძალიან მოუმატა და „ბაიერნის“ წინააღმდეგ მთელი ტაიმი ითამაშა. ასენსიო ბევრ შრომობ და მისი გარჯა აუცილებლად უნდა დაფასდეს.“
- 4 აგვისტო 2016
- 3 998
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.