დრაქსლერი:„ახალი გამოწვევა მჭირდება“
ჟულიან დრაქსლერმა „ვოლბსბურგის“ დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა...
„მე მსურს ამჟამინდელი კლუბის დატოვება, ვინაიდან ვთვლი, რომ შესაძლებლობები ამოვწურე და ახალი გამოწვევა მჭირდება.“
„გერმანიაში დარჩენა ჩემი მიზანი არ არის. თუ „მგლებს“ დავტოვებ, „ბაიერნშიც“ არ ვითამაშებ, რადგან სამშობლოდან აბარგება მსურს.“
„მადრიდის „რეალის“ ინტერესი? მიხარია, თუ ზიდანი ჩემი პერსონით ინტერესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრესს ვაჩვენებ. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება ჩემი საფეხბურთო კარიერა.“
„არ არის გამორიცხული ესპანეთში ან იტალიაში ვითამაშო. რთულია ასეთ ცდუნებას გაუძლო.“
- 3 აგვისტო 2016
- 2 933
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.