მარიანოს მთავარ გუნდში გადასვლის დიდი შანსი აქვს

პრე-სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა „კასტილიას“ წინახაზელის, მარიანოს პერსონაა, რომელიც ზინედინ ზიდანს ძალიან მოსწონს...

ბორხა მაიორალმა „ვოლფსბურგს“ მიაშურა და სწორედ გერმანიაში ეცდება შესაძლებლობების დამტკიცებას და „ბლანკოსში“ დაბრუნებას.

ხესე როდრიგესი სულ მალე ოფიციალურად გახდება „პსჟ“-ს ფეხბურთელი. გამოდის, რომ „რეალს“ წინა ხაზში აშკარად სჭირდება დამატებითი კადრები. მართალია ალვარო მორატა გუნდს შეუერთდა, მაგრამ სეზონი გრძელი და მატჩებით დახუნძლულია, მითუმეტეს „ბლანკოსს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც მოუწევს გამგზავრება და მატჩების გამართვა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ზიზუ გაძლიერებაზე ფიქრობს და თვლის, რომ მარიანო ბრწყინვალე კანდიდატურაა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, შეიყვანს თუ არა მთავარი გუნდის განაცხადში მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა შეგირდს ლა ლიგის პირველ ტურებში.

  • Hala
  • 3 აგვისტო 2016
  • 1 945
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)