პერესმა ვერატიც დაკარგა
ოფიციალურად მარკო ვერატიმ "პსჟ"-სთან გაახანგრძლივა.
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ პერესი ვერც ვერატის იყიდის, რადგანაც იტალიელმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ფრანგულ "პსჟ"-სთან რომელიც 2021 წლამდე დააკავშირებს მარკოს ფრანგებთან.
თავის დროზე კარლო ანჩელოტის თხოვნა ფლორენტინო პერესს, რომ ვერატი ეყიდა თხოვნადვე დარჩა. იტალიელი სპეციალისტი ითხოვდა ვერატის ტრანსფერს მადრიდში რადგანაც მასთან ერთად მუშაობდა და იცოდა მისი შესაძლებლობები.
პოგბას ჩავარდნილი ტრანსფერის მერე ზიდანს სწორე მარკო ვერატის ხილვა სურდა თავის გუნდში და ამის შესახებ პერესსაც გაესაუბრა, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს თხოვნა აქაც თხოვნად დარჩა.
პოგბას თემა უკვე დახურულია და უბრალოდ მის მანჩესტერში გადასვლას ოფიციალურად გამოცხადება აკლია. ზიდანს ასევე სურდა კანტე რომელიც "ჩელსიმ" გაიფორმა. სურდა ასევე სანეს შეძენა, მაგრამ ეს უკანასკნელი "მანჩესტერ სიტი"-ში აღმოჩნდა და არ დაგვავიწყდეს ანდრე გომეში რომელიც თვალსა და ხელს შორის წაართვეს პერესს.
არის ასევე ნემანია მატიჩის ვარიანტიც, მაგრამ ის დიდი ალბათობით ტურინში გააგრძელებს კარიერას და მადრიდის რეალი რომელსაც ერთი წელი ბანი ედება სატრანსფერო ბაზარზე სისოკოს ტრანსფერის იმედზე რჩება რომელსაც ნამდვილად სურს მადრიდში, მაგრამ "რეალის" ყოფილი თავკაცი რაფა ბენიტესი სასტიკ უარზეა და აფერხებს ტრანსფერს.
- 2 აგვისტო 2016
- 5 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.