მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბენზემა დაასახელეს
ესპანეთში უკვე ტრადიციად არის ქცეული ნებისმიერი მატჩის დასრულების შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება. გუშინ რიაზორზე რეალსა და დეპორტივოს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა დიდ ხნიანი ნავსი გატეხეს და შეძლეს ლა კორუნიელთა სტადიონიდან სამი ქულის წამოღება, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა კარიმ ბენზემა, რომელმაც ამ მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო და დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვების მოპოვებაში.
ფრანგი ფორვარდი რიაზორზე შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებდა, იგი მოსვენებას არ აძლევდა მეტოქე გუნდის მცველებს, ცდილობდა გამოეყენებინა თავისი ტეხნიკა, მისთვის ეს დუბლი ძალიან კარგი იქნება ფსიქოლოგირი თვალსაზრისით, რადგან მას დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა გატანილი გოლი.
- 31 იანვარი 2010
- 3 032
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.