"რეალი" პოგბას მიუბრუნდა
მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსს" ნახევარმცველს პოლ პოგბას მიუბრუნდა, რომელიც შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს.
ადრე იტყობინებოდა, რომ მანჩესტერი "იუნაიტედი" პოლის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს იხდიდა. მაგრამ, იტალიური წყაროები სულ სხვა აზრზე არიან.
"იუვენტუსს" ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე ბონუსის დამატება სურდა.
ახლა კი მადრიდის "რეალი" მზად არის პოგბა შეიძინოს. "სამეფო კლუბი" პოგბას ფავორიტი კლუბია, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ფრანგმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა.
- 22 ივლისი 2016
- 4 293
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.