"ელ კაპიტანოს" შანსი
ის ყოველთვის იქ არის სადაც საჭიროა,დღეს გუნდს ისე ჭირდება როგორც არასდროს(ყოველ შემთხვევაში ამ სეზონში).დეპორტივოსთან მატჩი "ელ კაპიტანოს" დიდი შანსია.
დღეს მას ექნება საშუალება იმისა რომ ყველას დაუმტკიცოს თავისი კლასი.რაულს სავარაუდოდ დღეს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.გუნდს აკლია 2–ბომბარდირი გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდო,ამიტომ ეს მატჩი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ ითამაშებენ წინა ხაზზე რაული და ბენზემა.
უკვე გავიდა 99–დღე მას შემდეგ რაც რაული სასტარტოში იყო,ლა–ლიგაში ბოლოს ეს მოხდა ხიხონის სპორტინგთან.ამ ხნის განმავლობაში ელ კაპიტანო ხმას არ იღებდა და როგორც პროფესიონალი აგრძელებდა თავის საქმეს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი მადრიდელ გულშემატკივრებს რაულის იმედი უფრო აქვთ ვიდრე ბენზემასი,რადგან ბევრს უკვე იმედი გაუცრუვდა ფრანგ თავდამსხმელზე,იგუაინის არ ყოფნაში მან შანსი ვერ გამოიყენა.ეხლა გონსალესის დროა,"ელ კაპიტანომ" იცის რომ ეს მატჩი მისი დიდი შანსია და ამის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.
თუმცა ესპანურ პრესაში ისიც იწერება, რომ პიპიტას დაბრუნებისთანავე ორივე:რაულიც და ბენზემაც სათადარიგო სკამს დაუბრუნდება,რადგან პელეგრინიმ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გუნდის პირველი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი იქნება.
წყარო:defensacentral.com
- 30 იანვარი 2010
- 1 920
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.