"ჩელსი" იგუაინის იჯარით აყვანას ცდილობს
ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები ,,ბლანკოსის" შეფობასთან გონსალო იგუაინის იჯარით აყვანასთან დაკავშირებით.
როგორც Daily Mirror იუწყება, ლონდონელებს დიდი პრობლემები აქვთ წინა ხაზში და მათ რამდენიმე საათიანი საუბარი ჰქონდათ კარლო ანჩელოტისთან ამ საკითხთან დაკავშირებით. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ არისტოკრატთა შეტევითი პოტენციალის გაუმჯობესება იდეალურად შეუძლია არგენტინელ გონსალო იგუაინს, რომელიც რეალში ძალიან კარგად გამოდის და ყოველდღიუ პროგრესს განიცდის.
ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც პერესი გახდა რეალის პრეზიდენტი, ლონდონელთა ახლანდელი მწვრთნელი, სამეფო კლუბის მწვრთნელად მოისაზრებოდა, მაშინაც კი კარლო ხშირად იძახდა, რომ თუ კი იგი დაინიშნებოდა ,,ბლანკოსის" მწვრთნელად, ამ კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ ახალგაზრდა ფორვარდი იქნებოდა, იტალიელ სპეციალისტს პიპიტას თამაში სტილი ძალიან ხიბლავს.
ჩელსის ხელმძღვანელობას იგუაინის გაფორმება ამ წლის 30 ივნისამდე სურს, ინგლისელები მზად არინ მოლაპარაკებების დასაწყებად ხორხე ვალდანოსთან და მიგელ პარდესასთან, არ სახელდება თანხა, რომელსაც ეს გუნდი გაიღებს პიპიტას იჯარით წაყვანის სანაცვლოდ, მაგრამ დაინტერესება აშკარად არის გამოხატული.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ ესპანელებმა პიპიტა დათმონ, მითუმეტეს, გუნდიდან უკვე წავიდა ჰოლანდიელი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი და რეალი სამი ფორვარდის ამარა დარჩა.
- 30 იანვარი 2010
- 2 072
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.