მეტცელდერი ახალ კლუბზე ფიქრობს
მადრიდის ”რეალის” გერმანელი მცველი კრისტოფ მეტცელდერი, თვლის, რომ მისი ადგილი ”სამეფო” კლუბში არ არის, რადგან მას ძალიან იშვიათად უწევს კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაში.
ამ სეზონში კრისტოფმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, ისიც ”ალკორკონთან” მატჩში, სწორედ იქ დამარცხდა ”ბლანკოსი” სამარცხვინოთ მესამე დივიზიონის გუნდთან.მეცელდერს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და ალბათ გერმანელი მცველი დატოვებს ”სამეფო” კლუბს.
მისი შეძენით დაინტერსებული იყო გერმანული კლუბი ”ჰერტა”, მაგრამ საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა, ისინი კრისტოფში 12 მილიონ ევროს იხდიდნენ, ”ბლანკოსის” ხელმძღვანელობას კი 17 მილიონი სურდა, რათა ეს ფეხბურთელი დაეთმო, თუ იგი გადავიდოდა გერმანიაში იგი 4 წელს დაჰყოფდა.
ინფორმაციის წყარო:eurosport.ru
სტატიის ავტორი:buxu
- 30 იანვარი 2010
- 1 807
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.