"რიასორის წყევლა" – preview

თამაშის თარიღი: 31/12/2010 (ასე იმიტომ ჩავწერე, რომ თამაში დღეს ღამის პირველ საათზეა)

თამაშის დრო: 01:00 თბილისის დროით

მოწინააღმდეგე: ლა კორონიის დეპორტივო

სრული დასახელება: Real Club Deportivo de La Coruña, S.A.D

ზედმეტსახელი: Super Depor

Turcos (ინდაურები )

Herculinos (ჰერკულესები)

Blanquiazules (თეთრ–ცისფერები)

დაარსების წელი:
1906

პრეზიდენტი: აუგუსტო სესარ ლენდოირო

მწვრთნელი: მიგელ ანხელ ლოტინა

ადგილი: ლა კორონია (ესპანეთის ჩრდილო–დასავლეთით)

სტადიონი:
Estadio Municipal de Riazor

ტევადობა: 34 600

დიდი ხანია, რაც აქ არაფერი დამიწერია სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ იმედი მაქვს ამის გამო ბევრს არ მისაყვედურებთ. ეს ერთგვარად შესავლის სახით. ახლა კი , მოდით დავიწყოთ ჩვენი საყვარელი კლუბისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის შესახებ საუბარი.

როგორც მოგეხსენებათ, "მადრიდის რეალს" "რიასორის" სტადიონზე აგერ უკვე 18 წელია , რაც სამი ქულა არ აუღია. 3 ქულას ვინ ამბობს, როცა ამ 18 წლის განმავლობაში მხოლოდ 5–ჯერ (1994/1995, 1996/1997, 1997/1998, 2000/2001, 2002/2003) მოახერხეს "ბლანკოსებმა" ქულის აღება , დანარჩენ 12 შემთხვევაში კი გამარჯვების მოპოვების ცდა კრახით დასრულდა.

"რიასორის წყევლა" – preview


შეიძლება ითქვას. რომ "ბლანკოსებისთვის" "რიასორის" სტადიონი 1991 წლიდან ერთგვარ მიუდგომელ/აუღებელ ციხესიმაგრეს წარმოადგენს, რომლისთისაც სამეფო კლუბს ალყა აქვს შემორტყმული, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებს მის აღებას. 1991 წლიდან იმიტომ , რომ სწორედ ამ წელს იმარჯვა სამეფო კლუბმა ანგრარიშით 0:3 , ამის შემდეგ კი "რიასორიზე" არ გაუმარჯვია არც რაულს, არც გუტის და არც კასილასს. "რიასორის" წყევლის გადალახვა ვერც ცნობილმა "გალაქტიკოსებმა" შეძლეს. იყო შემთხვევები, როცა "მადრიდის რეალს" მიყავდა ანგარიში , მაგრამ "სუპერ დეპორმა" მოახერხა მისი გათანაბრება და რამდენჯერმე იმარჯვა კიდეც. მაგ: 1992 წელს "თეთრები" პირველი ნახევრის დასრულებისთვის უკვე 0:2 იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში "მოახერხეს" და 3:2 წააგეს.

"რიასორის წყევლა" – preview


ამ დროის განმავლობაში ზედიზედ ყველაზე ცუდი შედეგები დაფიქსირდა 1998–1999 და 1999–2000 წლებში, როდესაც ჯერ იყო და 4:0 დამარცხდნენ, ხოლო მომდევნო სეზონში კი ისევ "რიასორიზე" 5:2 დათმეს შეხვედრა "ბლანკოსებმა. წინა სეზონშიც ნისტელროიმ გახსნა ანგარიში, მაგრამ ლოპოსა და მისტის გოლებიოს წყალობით "დეპორმა" მორიგი გამარჯვება ჩაიწერა საკუთარ აქტივში ,სამეფო კლუბის წინააღმდეგ.

"რიასორის წყევლა" – preview


რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას. "მადრიდის რეალი" სატურნირო ცხრილშეი მე–2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ბარსელონას" 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მარტო ეს ხუთ ქულიანი სხვაობა როდია მადრიდელთა პრობლემა, მათ უკვე 90 %–ით გადაწყვეტილია, რომ დღეს არ ეყოლებათ კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც წინა ტურში "მალაგას" წინააღმდეგ თამაშისას წითელი ბარათი და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.90 %–ით იმიტომ, რომ მართალია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომისიამ "ბლანკოსების" მესვეურთა აპელაცია არ დააკმაყოფილა, მაგრამ კლუბი მაინც არ კარგავს იმედს და ამჯერად მათ ესპანეთის სპორტული დისციპლინის კომიტეტს მიმართეს თხოვნით რონალდუსთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის თაობაზე.

"რიასორის წყევლა" – preview


როგორც "დეპროტივოს" ყოფილი კაპიტანი ფრანი ამბობს, თუ სამეფო კლუბმა ვერ მოახერხა რონალდუსთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა, მათ დღევანდელ შეხვედრაში შანსი არ აქვთ და შეუძლიათ თავიდან ამოიგდონ 18 წლიანი უიღბლო სერიის წარმატებით დასრულებაზე ფიქრი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მათი ეს ოცნებები უბრალოდ დაიმსხვრევა და მეტი არაფერი:

"ეს ისედაც ცხადია. ისინი მასზე (რონალდუზე) არიან დმაოკიდებულნი და ის თამაშობს სამეფო კლუბში გადამწყვეტ როლს, მაშინ როცა სხვები ვერ აჩვენებენ იმ თამაშს, რასაც მათგან მოითხოვენ." –განაცხადა ფრანმა, რომელმაც "დეპორტივოში" 400–მდე შეხვედრა ჩაატარა 1988–2005 წლებში.

"რიასორის წყევლა" – preview


"იმედია ის არ ითამაშებს დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ დღევანდელ შეხვედრაში მოსაგებად, ვინაიდან მათ სხვა გზა არ რჩებათ, რადგან წაგების შემთხვევაში სხვაობა ბარსელონასთან უფრო გაიზრდება." –დაამატა ფრანმა AS–თან ინტერვიუში.

კრიშტიანო რონალდუს გარდა, რომელმაც 12 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, მადრიდელებს კიდევ სხვა ფეხბურთელებიც დააკლდებათ. გონსალო იგუაინის, რომელსაც 10 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, თამაშიც ეჭვქვეშაა და მისი ბედი უშუალოდ თამაშის წინ გაირკვევა, ისევე როგორც რაფაელ ვან დერ ვაარტის, მამადუ დიარასი და ფერნანდო გაგოსი.

"რიასორის წყევლა" – preview


ასევე ყველამ კარგად ვიცით, რომ პეპე მთელი სეზონის განმავლობაშ ვერ დაეხმარება კლუბს. დანაკლისის შესავსებად მანუელ პელეგრინმა ახალგაზრდები გამოიძახა, ესენი არიან: მოსქუერა, მატეოსი, რაულ რუისი და როდრიგო. ეს ფეხბურთელები ეცდებიან გამოიჩინონ თავი დღეს "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში.

"ჩემი აზრით, ამ შემადგენლობას შეუძლია "რიასორიზე" სამი ქულის მოპოვება" –განაცხადა მანუელ პელეგრინმა პარასკევს გამართულ პრეს–კონფერენციაზე. "მე არ ვაპირებ ტრავმირებული ფეხბურთელების გამოყენებას."–დაამატა მან.

"რიასორის წყევლა" – preview


მარტო “მადრიდის რეალის“ მთავარი მწვრთნელი როდია ასეთი პრობლემების წინაშე, მისი კოლეგა–დეპორტივოს მთავარი მწვრთნელი მიგელ ანხელ ლოტინა შესაძლოა ერთდროულად ცხრა ფეხბურთელის გარეშე დარჩეს. ფილიპე ლუისი, რომელიც „დეპორში“ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფებხურთელი იყო ექვსი თვით ამოვარდა ლოტინას განაცხადიდან, ვიანდაინ მან წინა ტურში „ბილბაოს ატლეტიკის“ წინააღმნდეგ თამაშისას, სადაც „დეპორმა“ 3:1 იმარჯვა, სერიოზული ტრავმა მიიღო.

"რიასორის წყევლა" – preview


ამავდროულად ადვილი მოსალოდნელია, რომ ალბერტო ლოპო, როდოლფო ბოდიპო, დანი არანსუბია, ანდრეს გუარდადო, ლასად ნოუიოი, მისტა, სერხიო გოონსალესი და ბრაიან ანგულოც ამოვარდნენ განაცხადიდან. ამათგან მხოლოდ ლოპოსა და ბოდიპოს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა დღევანდელ შეხვედრაში.

"რიასორის წყევლა" – preview


სატურნირო ცხრილის მხრივ სიტუაცია ამ ორ კლუბში შემდეგია: მასპინძლები ("დეპორი") 34 ქულით მე–5 ადგილზეა , მას და მე–4 ადგილზე განთესილ „მალიორკას“ თანაბარი ქულები აქვთ, „დეპორტივო“ მე–2 ადგილზე 44 ქულით განთესილ „მადრიდის რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება. როგორც ჩანს, ორივე კლუბისთვის დღევანდელი შეხვედრა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ბოლოსკენ მინდა წარმოგიდგინოთ ორივე კლუბის რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებლები, მასპინძლებით დავიწყოთ


დეპორტივო



სულ ჩატარებული შეხვედრა 19

მოგება 10

ფრე 4

წაგება 5

სახლში ჩატარებული შეხვედრა 10

მოგება 6

ფრე 2

წაგება 2

გასვლაზე ჩატარებული შეხვედრა 9

მოგება 4

ფრე 2

წაგება 3

მაჩვენებლები თვეების მიხედვით


აგვისტო

თამაში 1

მოგება 0

ფრე 0

წაგება 1

სექტემბერი

თამაში 4

მოგება 3

ფრე 0

წაგება 1

ოქტომბერი

თამაში 3

მოგება 2

ფრე 0

წაგება 1

ნოემბერი

თამაში 4

მოგება 3

ფრე 1

წაგება 0

დეკემბერი

თამაში 3

მოგება 0

ფრე 2

წაგება 1

იანვარი

თამაში 4

მოგება 2

ფრე 1

წაგება 1


ყველაზე დიდი საშინაო მოგება: 3:1 („ბილბაოს ატლეტიკო“–ს წინააღმდეგ)

ყველაზე დიდი საშინაო მარცხი: 1:3 („ბარსელონა“–ს წინააღმდეგ)

ყველაზე დიდი გასვლითი მოგება: 0:3 („ხერესის“ წინააღმდეგ)

ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: 4:0 („ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ)


გატანილი გოლები წუთების მიხედვით

0–15

გატანილი 2

გაშვებული 1

16–30

გატანილი 4

გაშვებული 4


31-45

გატანილი 4

გაშვებული 4

46–60

გატანილი 5

გაშვებული 4


61–75

გატანილი 3

გაშვებული 2

76–90

გატანილი 5

გაშვებული 4



მადრიდის რეალი



სულ ჩატარებული შეხვედრა 19

მოგება 14

ფრე 2

წაგება 3

სახლში ჩატარებული შეხვედრა 10

მოგება 10

ფრე 0

წაგება 0

გასვლაზე ჩატარებული შეხვედრა 9

მოგება 4

ფრე 2

წაგება 3

მაჩვენებლები თვეების მიხედვით

აგვისტო

თამაში 1

მოგება 1

ფრე 0

წაგება 0

სექტემბერი

თამაში 4

მოგება 4

ფრე 0

წაგება 0

ოქტომბერი

თამაში 4

მოგება 2

ფრე 1

წაგება 1

ნოემბერი

თამაში 4

მოგება 2

ფრე 0

წაგება 1


დეკემბერი

თამაში 3

მოგება 3

ფრე 0

წაგება 0

იანვარი

თამაში 4

მოგება 2

ფრე 1

წაგება 1

ყველაზე დიდი საშინაო მოგება: 6:0 („რეალ სარაგოსა“–ს წინააღმდეგ)

ყველაზე დიდი საშინაო მარცხი: –

ყველაზე დიდი გასვლითი მოგება: 0:3 („ესპანიოლი“–ს წინააღმდეგ)

ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: 2:1 („სევილიას“ წინააღმდეგ), 1:0 („ბარსელონას“ წინააღმდეგ), 1:0 (ბილბაოს ატლეტიკოს“ წინააღმდეგ)

გატანილი გოლები წუთების მიხედვით

0–15

გატანილი 6

გაშვებული 1

16–30

გატანილი 7

გაშვებული 2

31-45

გატანილი 6

გაშვებული 2

46–60

გატანილი 9

გაშვებული 4

61–75

გატანილი 6

გაშვებული 2

76–90

გატანილი 10

გაშვებული 3


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტები სტატისტიკის მოყვარულთათვის.

მიგელ ანხელ ლოტინა საკუთარი კარიერის განმავლობაში ლა ლიგის რვა კლუბში მუშაობდა. ხუთი მათგანი პრიმერაში გამოდიოდა ("ლოგრონესი", "ოსასუნა", "სელტა", "ესპანიოლი". "დეპორტივო"). მისი და "მადრიდის რეალის" ურთიერთდამოკიდებულებას ასეთი სახე აქვს:

სულ თამაში - 20

ლოტინას კლუბების მოგება - 5

"მადრიდის რეალის" მოგება - 12

ფრე - 3

"მადრიდსი რეალის" გასვლაზე მოგება - 5

ლოტინას კლუბების შინ მოგებული შეხვედრები - 5 (აქედან 2 "დეპორის" ხელმძღვანელობისას)


ამ დაპირისპირებებში "მადრიდის რეალმა" ყველაზე დიდი მარცხი კლუბისგან , რომელსაც ლოტინა ხელმძღვანელობდა, განიცადა 2001–2002 წლების სეზონში, როცა "ოსასუნასთან" დამარცხდნენ ანგარიშით 3:1. თავის მხრივ "მადრიდის რეალმა" ლოტინას "ესპანიოლი" ორგზის გაანადგურა ანგარიშით 4:0. ყველაზე მეტჯერ ამ დაპირისპირებებში დაფიქსირდა ანგარიში 1:0, უფრო კონკრეტულად კი 4–ჯერ დასრულდა ასეთი ანგარიშით შეხვედრები, ამ ოთხი შემთხვევიდან სამჯერ ლოტინას კლუბმა მიაღწია გამარჯვებას.

ასევე არ შეიძლება არ ვახსენოთ მანუელ პელეგრინისა და მიგელ ანხელ ლოტინას დაპირისპირება. მათი გზები 10–ჯერ გადაიკვეთა. ამ მხრივ ჩილელი სპეციალისტის უპირატესობა აშკარაა: 7 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ ერთადერთი წაგება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ "რიასორიზე" ჩილელმა სპეციალისტმა 5–ჯერ გაიყვანა კლუბები, აქედან ორჯერ მოიგო, ორჯერ დამარცდა, ხოლო ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

  • shvela
  • 30 იანვარი 2010
  • 2 278
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)