პერესი ანდრე გომეშში 65 მილიონს ჩამოდის
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, „ვალენსიას“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონს ჩამოდის...
მოგეხსენებათ, „რეალმა“ ალვარო მედრანი „ღამურებს“ დაუთმო, Confidencial BD გვატყობინებს, რომ მედრანთან ერთად მხარეებმა გომეშის „ბლანკოსში“ გადასვლის საკითხზეც მიაღწიეს შეთანხმებას და პორტუგალიელი მადრიდულ გიგანტს 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ ცხადდება, თუმცა მადრიდში ცხელი ზაფხული კიდევ უფრო „მხურვალე“ ხდება, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და კლუბები აქტიურად სატრანსფერო აქტივობებზე გადავიდნენ.
- 12 ივლისი 2016
- 2 804
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.