"რეალი" კანტეს, პოგბას შემცვლელად მოიაზრებს
მადრიდის "რეალმა" შესაძლოა ნ'გოლო კანტე გაიფორმოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი" პოლ პოგბას ალტერნატივად ნ'გოლო კანტეს განიხილავს. იმშემთხვევაში, თუ პოგბას ტრანსფერი ჩაიშლება, ფლორენტინო პერესი კანტეს ტრანსფერზე გადაერთვება.
"რეალი" აქტიურად ცდილობს პოგბას შეძენას თუმცა, მთავარი დაბრკოლება ფრანგის ფასია, "იუვენტუსი" პოლ პოგბაში 100 მილიონ ევროს ითხოვს რაც საკმაოდ ძვირია. თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევა, ფლორენტინო კანტეს შეძენას შეეცდება. "ლესტერის" საყრდენის ფასი 25-30 მილიონია. რაც გაცილებით იაფია, ვიდრე პოგბას გამოსასყიდი თანხა.
- 10 ივლისი 2016
- 2 840
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.