ზიდანს პირველი პრობლემა უკვე შეექმნა
სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ზინედინ ზიდანს კი საფიქრებელი გაუჩნდა...
ერთ კვირაში გუნდი პრე-სეზონს დაიწყებს, მაგრამ ფრანგის განკარგულებაში ძალიან ცოტა ფეხბურთელი იქნება.
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელებიდან, ყველაზე ადრე გუნდს მატეო კოვაჩიჩი და ლუკა მოდრიჩი შემოუერთდება, შემდეგ ვასკესს, მორატას და რამოსს ელიან.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდებიან ტონი კროოსი, გარეთ ბეილი, პეპე და კრიშტიანო რონალდუ, რაც დიდ პრობლემებს ქმნის. აგვისტოს დასაწყისში სამეფო კლუბს ევროპის სუპერთასის მატჩის გამართვა მოუწევს, აქედან გამომდინარე, ლიდერებთან ერთად მუშაობის საშუალება ზიზუს არ მიეცემა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ხერხს მიმართავს ზიზუ პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ფაქტია, რომ ევროსარბიელზე მონაწილე ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ.
- 8 ივლისი 2016
- 10 841
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.