ზლატან , მადლობა ვის?
ბევრმა შეიძლება იკითხოს რა შუაშია ზლატან იბრაგიმოვიჩი? ან რა აქვთ საერთო ზლატანსა და მადრიდის რეალს? ბევრმა შეიძლება გადაჭარბებულად შეაფასოს ის, რასაც ქვევით დავწერ , მაგრამ ეს ჩემი აზრია და ვინაიდან და რადგანაც, ვცხოვრობთ ქვეყანაში,სადაც აზრის გამოთქმის თავისუფლება ყველას აქვს , ამიტომ იმედია სწორად გაიგებთ ჩემ მოსაზრებას. ვინც მეთანხმება ძალიანაც კარგი, ვინც არ მეთანხმება ეგეც არაფერი, უბრალოდ რატომ არ მეთანხმებით ის დაწერეთ.
ზლატან მადლობა ვის? არა პატრულს, ჯეოსელს და ა.შ. არამედ თავად ფლორენტინო პერესს. მაინც რატომ? უბრალოდ ამის მიზეზი ერთია და უმნიშვნელოვანესი. რომ არა ფლორენტინო პერესი , შენ ჩვენო "უბრწყინვალესო" ფეხბურთელო ვერასდროს ვერ მოხვდებოდი ბარსელონაში. ამის მიზეზიც ერთია და არა ბევრი. მიზეზი კი ისაა, რომ ბარსელონა , როგორც მისი "ბრწყინვალება" ლაპორტა აცხადებს: " არის კლუბი, რომელიც ზრდის ფეხბურთელებს". განა ცოტა საქმეა ასეთი სიმწრის ოფლით შემონახული წეს-ჩვეულება თუ ტრადიცია დაარღვიო და იყიდო სრულიად ზრდასრული ფეხბურთელი, მაგრამ მოიცათ, იქნებ ლაპორტა ამას სხვანაირად უყურებს?ამაზე პასუხს შემდეგნაირად გაგცემთ, როგორც "შუა ქალაქშია" ვიცი?არ ვიცი,რა ვიცი. მაინც რა მოხდა? რა დაატყდა ბარსელონას , უფრო სწორად კი ტრადიციებისმოყვარულ ლაპორტას ისეთი, რის გამოც ასე "უხეშად" დაარღვია ადათ-წესები (საკლუბო რა თქმა უნდა)? მაინც რამ, უფრო სწორად ვინ იმოქმედა ასე ტრიპლეტმოგებული კლუბის პრეზიდენტზე? ვინ აუვსო მოთმინების ფიალა?
პასუხი არც მეტი, არც ნაკლები ერთ ადამიანშია, ერთში და არა ბევრში,რაღაც ძალიან ბევრ ერთ მიზეზს ვხვდებით და ცოტა არ იყოს უცნაურია ს.თ.მ-სთვის (სამ თას მფლობელისთვის). ეს ერთი ადამიანი კი "გასაკვირად" ფლორენტინო პერესია. უცნაურია ? ზოგიერთისთვის კი , ზოგიერთისთვის კი არა. მაინც რაა გასაკვირი ? ჩემთვის პირადად ის ფაქტი, რომ ორი თვის წინ მოსულმა კაცმა , როგორც ჩვენი უცხოელი "მეგობრები" იტყვიან ხოლმე, "აღაშფოთა" 9 თვის განმავლობაში "მშვიდად მყოფი" ბარსელონა, ფეხბურთელები კი მალავენ, სხვა რა გზაა, მაგრამ პრეზიდენტს გრიმიც კი ვერ შველის "შეშფოთების" დასამალად.
მაინც რა მოხდა? მოხდა ის, რომ პერესი მართალია "მშვიდად" კი მოვიდა მადრიდის რეალის სათავეში ხელმეორედ, მაგრამ რაოდენ მშვიდადაც მოვიდა, იმდენი შფოთი , აღშფოთება, შეშფოთება და ა.შ. მოუტანა საფეხბურთო სამყაროს. სანამ მოვიდოდა, მანამდე ყველა ჟურნალ-გაზეთი, ინტერნეტ გამოცემა წერდა, რომ "მშენებელ პერესს" გააჩნდა გენიალური გეგმა. წერდნენ, მაგრამ დაჯერებით ვერავინ იჯერებდა. წარმოუდგენელია დაგეჯერა ის, რასაც ისინი წერდნენ: კაკა,რონალდუ,რიბერი,ბენზემა და ა.შ. წარმოუდგენელი იყო , მაგრამ უკვე აღარაა. ერთ თვეში "საფეხბურთო სამყაროს ინჟინერმა" მოიყვანა რიკარდო კაკა იმ პერიოდისთვის რეკორდულ ფასად, მაგრამ შემდეგში თვითონვე მოხსნა რეკორდი და სულ რაღაც სამ კვირაში კაკას რონალდუ მოაყოლა 80 მლნ. ფუნტად. და თუ კაკას დროს არავინ ხმას არ იღებდა და არავინ ამბობდა რამეს, რონალდუს შემდეგ უკვე გამოჩნდნენ "პრეტენზიით განსჭვალული" მწვრთნელები,ფეხბურთელები,საფეხბურთო ექსპერტები და ა.შ. რა მოხდა ამ დროს? მოხდა ის, რომ მთელ საფეხბურთო სამყაროს დაავიწყდა ისტორიული ტრიპლეტის შემსრულებული ბარსელონა. დიახაც, დაავიწყდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თვით კატალონიური გამომცემლობებიც უფრო ხშირად წერდნენ მადრიდის რეალზე, ვიდრე ბარსელონაზე. მართალია მათი კლუბი თასებს ფეხბურთელთა ქვეყნებში დაატარებდა , მაგრამ ყველა რეალზე ლაპარაკობდა.
ეს უკვე საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა ლაპორტასთვის და მთლიანად ბარსელონასთვის. მაშინ როცა, სულ რაღაც თვენახევრის წინ არცერთი მათგანი არ აკეთებდა კომენტარებს, უკვე ყველამ დაიწყო "ტრადიციულად" მადრიდის რეალურ "უსამართლობაზე და მონოპოლისტობაზე" საუბარი. პერესის პოლიტიკა იმპერიალიზმს შეადარეს. მაგრამ დიდთან პატარას როდი გაუტანია თავისი, პერესმა არც აცხელა და არც აცია, ისე იყიდა ლიონიდან ბენზემა. შეგახსენებთ ეს ის ბენზემაა , რომელიც ბარსელონას ასე სურდა, მაგრამ როგორც ერთი ყველა ჩვენგანისთვის კარგად ცნობილი ადამიანი იტყვის ხოლმე: "ნურას უკაცრავად". ყველას გახსოვთ ალბათ ლაპორტას პროტესტით განმსჭვალული კომენტარი AS-თან: "ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს არ ვცილდებით, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენით არიან დაინტერესებულნი, ჩვენ უნდა გადმოვიყვანოთ ნორმალური პირობებით."
ლაპორტა უკვე მიხვდა, რომ მსოფლიო საფებურთო სამყაროს ყურადღების მადრიდიდან,ფლორენტინო პერესისგან და მისი გალაქტიკოსგან გადასატანად, აუცილებელი იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრანსფერები განეხორციელებინა. მას უნდა ყოლოდა საკუთარი გალაქტიკო.
ამ გალაქტიკოდ მოიაზრებოდა დავიდ ვილია. ვალენსიის თავდამსხმელი შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და კარგად მოერგებოდა გასამგზავრებლად გამზადებულ ეტო'ოს პოზიციას. ამასთანავე, თუ ლაპორტა მოახერხებდა იმ ფეხბურთელის გადმოყვანას, რომლითაც ფლორენტინო პერესი იყო დაინტერესებული, ეს იქნებოდა მადრიდის რეალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და დაამტკიცებდა ბარსელონას დომინანტობას.
მან ვალენსიას შესთავაზა 42 მლნ.-იანი გარიგება და პლიუს კეირისონის განათხოვრება. მაგრამ ეს "სკანდალურად არასაკმარისი" აღმოჩნდა ლორენტესთვის და გარიგებაც ჩაიშალა. ბარსელონა ამის შემდეგ მიუნხენის ბავარიას მიადგა ფრენკ რიბერის გადმოსაყვანად, მაგრამ მარტო მიდგომა არაა საკმარისი , არც შეთავაზებულმა თანხამ გაჭრა და ბარსელონა კიდევ ერთხელ დარჩა "ხახამშრალი".
"სასოწარკვეთილი" ლაპორტა იბრაგიმოვიჩს მიადგა, ეს ის ადამიანი, რომელიც პერესმა გვერდზე გადადო. ფეხბურთელი, რომელიც ითამაშებდა ნებისმიერ ადგილას, ოღონდ ეს ადგილი სან სიროდან შორს ყოფილიყო. ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას პრეზიდენტის ბოლო იმედი იყო საკუთარი გალაქტიკოს შესაქმნელად.
"100 მლნ.-იანი გარიგება" , როგორც მას მაურინიო უწოდებს შედგა, ინტერმა მიიღო სეზონში მინიმუმ 25 გოლის გამტანი ეტო'ო, პლიუს გლები და პლიუს კიდე 50 მლნ. ევრო. ასრულდა ლა პორტას ნატვრა და ეს გახდა ის ტრანსფერი, რომელმაც დაიკავა ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე ადგილი. ღირდა კი ეს ამდენ ფულად? ეგ უკვე ბარსელონას ფანებმა შეაფასონ. მე ამაზე თავს არ შევიწუხებ.
როცა მადრიდის რეალის პრეზიდენტმა კლუბში კაკა და რონალდუ მოიყვანა, ორივე აუცილებელი იყო კლუბში არსებული სიცარიელეების შესავსებად, რაც შეეხება ბარსელონას , მას ნამდვილად არ ჭირდებოდა იბრაგიმოვიჩი, მაინც რით უნდა გააუმჯობესოს მან კლუბი ? ის შეიძლება ფლობს კარგ ტექნიკას, მაგრამ მანდ ხომ ხავი, ინიესტა და მესი არიან? ის ინტერში გამარჯვების მომტანი ფეხბურთელი იყო, ბარსელონაში კი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელია. იბრა ეხლა ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც ანრი იყო მაშინ, როცა ბარსელონაში გადმოვიდა. ის არაა მიჩვეული ესპანურ ფეხბურთს და შეჩვევას კი დრო ესაჭიროება. თუ ასეა, მაშინ ის თანხა, რაც ლაპორტამ იბრაში გადაიხადა, რატომ არ დახარჯეს კუნ აგუეროს საყიდლად?
იმედია ეხლა მიხვდით , თუ რატომ ქვია ამ სტატიას სათაურად:"ზლატან მადლობა ვის?" , გამოთქვით თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით

- 26 ივლისი 2009
- 4 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.