ბუტრაგენიო:"ბრძოლას განვაგრძობთ"
ესპანეთის სპორტული დისციპლინის კომიტეტმა ძალაში დატოვა კრიშტიანო რონალდოს ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია...
მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ "Marca"-თან განაცხადა, რომ გუნდი ბოლომდე განაგრძობს ბრძოლას.
"ჩვენ პატივს ვცემთ კომიტეტის გადაწყვეტილებას, რადგან ის კომპეტენტური ორგანოა. ამასთანავე კლუბი ვალდებულია დაიცვას საკუთარი და ფეხბურთელის ინტერესები, ამიტომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა."
"ჩვენ კიდევ ერთხელ გავასაჩივრებთ წითელ ბარათს, რომელიც რონალდომ უსამართლოდ მიიღო და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც გვაქვს."
"დეპორტივოსთან" თამაში ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება...რონალდოსთან ერთად თუ მის გარეშე."
"18 წელია "რიასორზე" არ გაგვიმარჯვია იმედია ამ უსიამოვნო ტრადიციას 2010 წელს დავარღვევთ."
- 29 იანვარი 2010
- 1 767
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.