ტორესს რონალდუ-ობა მოუნდა

ლივერპულის თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს სურს, რომ მას შემდეგ , რაც მანჩესტერიდან კრიშტიანო რონალდუ წავიდა, მას მიენიჭოს ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ-ფეხბურთელის სტატუსი

ესპანელ ფეხბურთელი, რომელმაც მას შემდეგ, რაც 2007 წლის ზაფხულში მადრიდის ატლეტიკოდან ლივერპულში გადავიდა , 84 შეხვედრაში მოახერხა 50 გოლის გატანა, დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია დაეხმაროს მერსისაიდელებს პრემიერ-ლიგის თასისი მოგებისთვის 20 წლიან ლოდინის დასრულებაში და ამავდროულად მას სწამს, რომ იგი შეძლებს პორტუგალიელის მიღწევების ჩრდილში მოქცევას:

"ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილნი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ლივერპულის წელი აღმოჩნდეს, მაგრამ ამავდროულად ვიცით, თუ რაოდენ ძნელი იქნება ეს."

"რა თქმა უნდა მე მაქვს ამბიცია მიყურებდნენ ისე, როგორც კრისტიანო რონალდუს უყურებდნენ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს. პირველ ყოვლისა ჩვენ თასები უნდა მოვიგოთ. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ხალხმა საუბარი ლივერპულზე და ჩემზე , ისე, როგორც საუბრობდნენ რონალდუზე და მანჩესტერ იუნაიტედზე."

რონალდუს გოლებმა და თამაშმა დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ მანჩესტერმა ზედიზედ სამი ლიგის ტიტული მოიგეს, მაგრამ ეხლა უკვე ის მადრიდის რეალს მსოფლიო სარეკორდო თანხად 80 მლნ. ფუნტ სტერლინგად შეუერთდა

წყარო: fifa.com

  • shvela
  • 26 ივლისი 2009
  • 4 075
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)