კანტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ივლისში დაიწყება
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ კანტესთან დაკავშირებით სერიოზულ სამუშაოებს ატარებს...
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა „ლესტერის“ პირველ პირებს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატიდან გამომდინარე, ფეხბურთელთან კავშირზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს ივლისის თვეში განაახლებენ.
სატრანსფერო თანხა დაახლოებით 25 მილიონ ევროს შეადგენს, სხვა არაფერია ცნობილი.
ნ'გოლო კანტე ზინედინ ზიდანის ფავორიტია. ფრანგი სპეციალისტი თვლის, რომ „მამლების“ ჩამშლელი „რეალს“ ძალიან გამოადგება.
- 26 ივნისი 2016
- 2 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.