რონალდუს სანქციები ემუქრება
ევროპულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა...
კრიშტიანო რონალდუს და პორტუგალიის ნაკრებს სანქცია ემუქრებათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის სადამსჯელო ღონისძიებასთან გვაქვს საქმე.
პორტუგალიელ ფეხბურთელს მოედანზე შევარდნილ გულშემატკივართან ერთად გადაღებულ სურათს ედავებიან. მოგეხსენებათ, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელთა გააქტიურების გამო, საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები მაქსიმუმამდეა აყვანილი და მსგავსი სახის პრეცენდენტები ყოვლად დაუშვებელია.
„შვიდიანმა“ დაცვას მოუწოდა, რომ მოედანზე შევარდნილ ქომაგს სურათის გადაღება მოეხერხებინა, რასაც წესდება არ ითვალისწინებს, მითუმეტეს, კატეგორიულად კრძალავს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 26 ივნისი 2016
- 8 076
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.