„რეალს“ ბეილთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა
მადრიდის „რეალს“ გარეთ ბეილთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შეექმნა...
მადრიდის ”რეალის” არაევროპელ ფეხბურთელთა სიას გარეთ ბეილი შეუერთდება. ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა.
ლა ლიგის კლუბების უფლება აქვთ, რომ მხოლოდ სამი არაევროავშირის ქვეყნის წარმომადგენელი მოთამაშე ჰყავდეთ შემადგენლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ბლანკოსს“ პრობლემები აქვს, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობა კაზემიროს, დანილოს და ხამესს ისედაც არ ჰქონდათ, მათ კი ბეილი დაემატა. გამოდის, რომ ამ ოთხი ფეხბურთელიდან „რეალმა“ რომელიმე უნდა გაყიდოს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფას დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ „რეალს“ მოკლე დროში სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არ მოუწევს.
- 24 ივნისი 2016
- 10 988
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.