რაული 2011 წელს გვტოვებს
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა და ცოცხალმა ლეგენდამ შესაძლოა 2011 წელს გუნდი დატოვოს. ამ ინფორმაციას ადასტურებს მისი აგენტი, ხინეს კარვახალი ESPN Soccernet–თან საუბრაში.
მანუელ პელეგრინის გუნდში მოსვლის შემდეგ რაული ძირითადში ვერ ხვდება. წელს იგი მხოლოდ ექვსჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ამიტომ "ელ კაპიტანო" შეიძლება პრემიერ ლიგაში გადავიდეს.
"რაულს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2011 წელს ეწურება და შესაძლოა იგი ინგლისში სათამაშოდ გადავიდეს, რადგან პრემიერ ლიგა მას ყოველთვის მოსწონდა. შემოთავაზებები ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ყატარიდან. თუ იგი გუნდის გამოცვლას დააპირებს მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თავისი დიდი ოჯახი. ეს ქვეყნები რაულში 100 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა რაულმა ეს ფაქტი უყურადღებოდ დატოვა."
"ასევე რაულის და მაკელელეს შეძნა "ჩელსის" უნდოდა. მაშინ, როდესაც ინგლისურ კლუბს კლაუდიო რანიერი ხელძღვანელობდა. ლონდონელები ამ ორ ფეხბურთელში 100 - 100 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა უშედეგოდ. რაულ გონსალესით ძალიან ბევრი ინგლისური კლუბი იყო და არის დაინტერესებული, თუმცა თვად ვეტერანი თავდამსხმელი მათ შემოთავაზებებს უკუაგდებს."
"რაული გუნდის ნამდვილი ლიდერია. ამჟამად მისი ყველაზე დიდი სურვილი მადრიდის "რეალში" კარიერის დამთავრებაა და ვფიქრობ ის ამის ღირსი ნამდვილად არის." - განაცხადა ხინეს კარვახალმა."
სტატიის ავტორი: EL Gio
- 29 იანვარი 2010
- 2 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.