„რეალი“ ზაფხულში 400 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს
მადრიდული ზაფხული მეტისმეტად ცხელი გამოდგება, ვინაიდან კლუბმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა...
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა სპეციალური საბჭო შექმნა, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ტრანსფერებზე. საბჭოს წევრი გახლავთ ზინედინ ზიდანიც, რომელთანაც ხშირად ხდება კომუნიკაცია და გარკვეული კონსულტაციების გავლა.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ ზაფხულში 400 მილიონ ევროს დახარჯავ და გუნდის რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის. ფლორენტინო პერესი ითვალისწინებს, რომ სატრანსფერო სანქციების პირობებში გუნდის გაძლიერება ვეღარ მოახერხებს, ამიტომ ზაფხულის ბოლომდე ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.
მთავარ მიზანს პოლ პოგბასა და რობერტ ლევანდოვსკის შეძენა წარმოადგენს. ეს ტრანსფერები „ბლანკოსს“ 200 მილიონ ევრომდე მაინც დაუჯდება. არ არის გამორიცხული, საქმე უფრო დიდ თანხასთანაც ფლობენ.
ამასთანავე „ბლანკოსში“ გადასვლის კანდადიტი რიკარდო როდრიგესიც გახლავთ. საუბარია ნ'გოლო კანტეზე, დავიდ ალაბაზე და სხვა ფეხბურთელებზეც.
- 19 ივნისი 2016
- 5 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.