ბეილი რობერტ ლევანდოვსკიში გაიცვლება?
გერმანულ საინფორმაციო გამოცემებზე დაყრდნობით, მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „რეალს“ წინადადებით მიმართა...
როგორც სჩანს, გერმანელებს რობერტ ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტზე საუბარიც კი ზედმეტად მიაჩნიათ, ვინაიდან პოლონელი ღიად აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის გაგრძლებას არ აპირებს, აქედან გამომდინარე, კარლ ჰაინც რუმენინგემ მოლაპარაკებები დაიწყო.
მთავარი პრეტენდენტი მადრიდის „რეალია“, მაგრამ ჯერ-ჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.
გერმანულ პრესაზე დაყრდნობით, ახლა შემთავაზებლის როლში „ბაიერნი“ აღმოჩნდა.
ბუნდესლიგის საუკეთესო კლუბი მზად არის, ლევანდოვსკი „ბლანკოსში“ გაუშვას, მაგრამ მის სანაცვლოდ გარეთ ბეილი უნდა მიიღოს.
ჯერ-ჯერობით უცობია, მადრიდული მხარის პოზიცია, მაგრამ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმება არ შედგება.
- 18 ივნისი 2016
- 5 735
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.