მოურინიო „რეალის“ ორ ლიდერში 200 მილიონ ევროს იხდის
ჟოზე მოურინიოს მადრიდის „რეალის“ ორი ლიდერი დამატება სურს და ამისთვის დიდი თანხის გადახდას არ ერიდება...
უმთავრესი მიზანი გარეთ ბეილია. ჟოზე თვლის, რომ უელსელი ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში, ძალიან მალე შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მოურინიოს აზრით, გარეთი პრემიერლიგისთვის და ზოგადად, ბრიტანული ფეხბურთისთვის არის დაბადებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედი“, „რეალს“ 130 მილიონიან წინადადებას შესთავაზებს.
მეორე ფეხბურთელი ხამეს როდრიგესია, რომელიც ჟოზეს თვალთახედვის არეალში მოექცა. ინგლისური გუნდი მადრიდელი „ათიანისთვის“ 70 მილიონ ევროს ამზადებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოურინიო კოლუმბიელ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 9 ივნისი 2016
- 8 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.