კლემენტი: "ზიდანი არის ერთიანობა"
ხავიერ კლემენტის განცხადებით, ზინედინ ზიდანი შეუდარებელი ადამიანია.
"ზიზუ მოვიდა სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელად და ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიპოვა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მან იცის თუ როგორ უნდა მიუდგეს ფეხბურთელებს. ზიდანი კასტილიაშიც შედეგიანი იყო და ძირითად გუნდშიც. მის საფეხბურთო კარიერაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. იგი გენიოსია."
"რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ესპანეთს, გერმანიას, საფრანგეთს და ინგლისს საკმაოდ ძლიერი ნაკრებები ჰყავთ და ფავორიტებად სწორედ ისინი მოიაზრებიან."
- 9 ივნისი 2016
- 3 675
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.