"რეალი" 60 მილიონს მიიღებს?
ალვარო მორატა და ფლორენტინო პერესი შეხვედრას გეგმავენ.
როგორც იტალიური გამომცემლობა, "ლა გაზეტა" იტყობინება, მადრიდის "რეალს" ალვარო მორატას დაბრუნდება სურს, თუმცა თავის მხრივ წინააღმდეგნი არიან "იუვენტუსის" ხელმძღვანელები. ტურინელებს ესპანელი ფორვარდის შენარჩუნება უნდათ და მზად არიან ალვარო სრულად შეიძინონ.
პერესმა "ბებერ ქალბატონს" 80 მილიონი ევრო მოსთხოვა მორატას სანაცვლოდ, თუმცა იტალიელები მხოლოდ 60 მილიონს თანხმდებიან. აღნიშნული წყაროს ცნობით, პერესს გადაწყვეტილი აქვს მორატას სარფიანად გაყიდვა და შესაძლებელია "იუვენტუსის" წინადადებას დათანხმდეს.
- 9 ივნისი 2016
- 3 719
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.