ვასკესი: "ჯერ კიდევ ბევრი ოცნება მაქვს ასახდენი"
ლუკას ვასკესის განცხადებით, მან ერთ-ერთი ოცნება უკვე აიხდინა და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. წინ ახალი გამოწვევებია.
"მამაჩემი და ჩემი ძმა ფეხბურთელები იყვნენ. მათი შემხედვარე მუდამ მინდოდა მეც გავმხდარიყავი სპორტსმენი და მათი წყალობით ვთამაშობ დღეს ფეხბურთს."
"ჩემი ოჯახი ყველაფრით გვერდში მიდგას. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ მადრიდის "რეალთან" ერთად მოვახერხე ჩემპიონთა ლიგის მოგება. მოგეხსენებათ სამეფო კლუბის აკადემიის აღზრდილი ვარ და ჩემთვის "თეთრი" მაისურის ტარება ბევრს ნიშნავს."
"ევროპოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებით მთელი ბავშვობის ოცნება ავიხდინე, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. წინ ახალი გამოწვევებია. კიდევ უამრავი ოცნება მაქვს. ახლა ვეცდები ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც მოვაღწიო წარმატებას."
- 5 ივნისი 2016
- 3 142
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.