კოვაჩიჩი მორატას დაბრუნების ოპერაციაში ერთვება?
სამეფო კლუბი საზაფხულო გერიგებებისთვის მზად არის.
მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესს აქვს უფლება გამოისყიდოს ალვარო მორატა, თუმცა ამის სანაცვლოდ გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი მზად არის ამ გარიგების განსახორციელებლად ფულიც გადაიხადოს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "დონ პერესმა" ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელებს ხორვატი ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი შესთავაზა. "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლები სავარაუდოდ ამ წინადადებას დათანხმდებიან, რადგან კოვაჩიჩი კარგად იცნობს "სერია ა"-ს და მისი წყალობით იტალიის ჩემპიონები უფრო გაძლიერდებიან.
- 4 ივნისი 2016
- 5 719
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.