ზიდანმა პრესეზონზე დაიწყო ფიქრი
ზინედინ ზიდანი უკვე მომდევნო სეზონისთვის ემზადება.
წესით და რიგით ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი შვებულებაში არიან, რა თქმა უნდა იმ მოთამაშეების გამოკლებით, ვინც ევრო 2016-ზე იღებენ მონაწილეობას. როგორც ჩანს მათ რიცხვს შეემატა ზინედინ ზიდანიც, რომელმაც დასვენებაზე უარი განაცხადა და სამომავლო გეგმებზე დაიწყო ფიქრი.
მადრიდის "რეალისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 9 აგვისტოა, რადგან ამ დღეს გაიმართება ევროპის სუპერ თასის ფინალი. ზიზისთვის უკვე დაგეგმილია ამხანაგური საერთაშორისო ჩემპიონატი, სადაც სამეფო კლუბის მეტოქეები იქნებიან "პსჟ", "ჩელსი" და "ბაიერნი". გარდა ამისა, ზიდანი გეგმავს ტურს, სადაც ჩატარდება ამხანაგური მატჩები.
Bernabedugital.com
- 31 მაი 2016
- 5 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.