"დიდი მადლობა ნდობისთვის და თანადგომისთვის"
სანტიაგო ბერნაბეუზე ზიდანმა და მისმა ფეხბურთელებმა ფანებს მიმართეს.
სერხიო რამოსი: "რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მადრიდის "რეალს" შეეძლო ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება სამი წლის განმავლობაში. თავდაუზოგავი შრომის შედეგად შევძელით უმაღლესი მაჩვენებლის დაფიქისრება და ეს ყველაფერი თქვენმა სიყვარულმა გაგვაკეთებინა."
ზიდანი: "როგორც რამოსმა თქვა, თქვენი წვლილი ძალიან დიდია ამ წარმატებაში. დიდი მადლობა ნდობისთვის და თანადგომისთვის. მეამაყება, რომ ასეთი შემადგენლობა მყავს და სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი მიკავია. ჰალა მადრიდ."
კრიშტიანო: "თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ურთულესი შეხვედრა თქვენ მოგვაგებინეთ. ამაყი და ბედნიერი ვარ თქვემი წყალობით."
ბეილი: "მადლობა მადრიდისტებო. ჰალა მადრიდ."
პეპე: "პირველ რიგში მადლობა ღმერთს, რომ მომცა შანსი მეტარებინა ეს მაისური. მადრიდის "რეალს" ყავს ყველაზე მხიარული, თბილი და ერთგული გულშემატკივარი. თვენ ხართ ჩვენი ძალა."
მოდრიჩი: "დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის. მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით თქვენს სიყვარულს. ეს თასი თქვენ გეკუთვნით."
ვასკესი: "ბავშვობიდან ვამბობდი, რომ სამეფო კლუბი არის საუკეთესო მსოფლიოში. ჩემთვის დიდი პატივია ამ კლუბის ღირსების დაცვა. "რეალთან" ერთად ოცნება ავიხდინე და ვეცდები გავაგრძელო წინსვლა."
კარვახალი: "10 წლის ვიყავი, როდესაც მადრიდის "რეალის" აკადემიაში ჩავირიცხე. მას შემდეგ ჩემს გულში "ბლანკოსს" დიდი ადგილი უკავია. ერთად დგომით ჩვენ ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ ამ სეზონში და დარწმუნებული ვარ ერთიანობას მუდამ შევინარჩუნებთ."
ვარანი: "ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ რთულია ასეთი ტიტულების მოპოვება. უზომოდ ბედნიერი ვარ."
კროოსი: "ესპანურად კარგად ვერ ვლაპარაკობთ, თუმცა ვიცი უმნიშვნელოვანესი ფრაზა: - ჰალა მადრიიიიდ."
მარსელო: "უკვე 10 წელია სამეფო კლუბის მაისურს ვატარებ. ბევრი სასიახულო და გულის დასაწყვეტი ფაქტი მახსენდება, თუმცა ეს ფეხბურთია. დღეს ჩვენ ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოვიგეთ და სიხარულს თქვენ გიზიარებთ."
კეილორი: "ისე, როგორც არასდროს ვუხდი მადლობას ღმერთს, რომ მომცა ამ კლუბში თამაშის საშუალება. ჩამპიონთა ლიგის თასის აღმართვაზე მუდამ მოვცნებობდი და ეს ჩემს საყვარელ კლუბთან ერთად მოვახერხე."
ისკო: "დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ყველა მადრიდისტასთვის. ჩვენ უდიდეს გამარჯვებას ვზეიმობთ, ისე როგორც ერთი ოჯახი."
ხამესი: "ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მადლობას გიხდით ყველას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ."
ბენზემა: "დიდი მადლობა მადრიდელებო."
კაზემირო: "უბედნიერესი ვარ. კასტილიას რიგებში თამაშის დროს ვერც წარმოვიდგენდი თუ დადგებოდა ეს დღე ჩემს კარიერაში. ჩემპიონთა ლიგა ჩვენია."
არბელოა: "არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ამ წუთებში მხოლოდ მადლობის გადახდა მსურს თითოეული თქვენგანისთვის."
დანილო: "პირველი სეზონი იყო სამეფო კლუბთან ერთად და უკვე შევძელი საოცნებო თასის აღმართვა."
ხესე: "ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო ჩემი თანაგუნდელებისგან. ბედნიერი ვარ, რომ მადრიდის "რეალის" მაისური მაცვია და ამ კლუბის ღირსებას ვიცავ."
ნაჩო: "მე, ნაჩო ვერნანდესი მზად ვარ ჩემი გული და სული შევწირო სამეფო კლუბს. დარწმუნებული ვარ იგივეს გრძნობენ ჩემი თანაგუნდელები. კასტილიაში აღზრდილი ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს "ბლანკოსის" წარმატებისთვის."
კასილია: "დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი ჩემს მშობლიურ კლუბში და ლიგის თასი მოვიგე. მინდა გამორჩეული მადლობა გადავუხადო ფანებს და ზინედინ ზიდანს. სწორედ მათი დამსახურებით გამოვიდა გუნდი კრიზისიდან."
კოვაჩიჩი: "ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგენა. ჰალა მადრიდ."
იანესი: "სამეფო კლუბი ჩემთვის ყველაფერია. "რეალის" აკადემიაში ავიდგი ფეხი და მინდა, რომ ამ გუნდს დავეხმარო."
- 30 მაი 2016
- 8 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.