გზა ჯუზეპე მეაცამდე-ანუ დელ ბოსკეს ,პეპისა და დი მატეოს ნაკვალევზე

გზა ჯუზეპე მეაცამდე-ანუ დელ ბოსკეს ,პეპისა და დი მატეოს ნაკვალევზე, როდესაც ჩემპიონთა ლიგას სახელი გადაარქვეს და ჩემპიონთა ლიგა უწოდეს,ასევე მოხდა ტურნირის ფორმატის შეცვლა,აგრეთვე მისმა წლიდან წლამდე მოდერნიზებამ (რაოდენობის გაზრდა, ჩემპიონებთან ერთად ტოპ ჩემპიონატებიდან ვიცე-ჩემპიონების და პრიზიორების დამატებამ, ასევე მეოთხე ადგილოსნების ჯგუფამდელ პლეი ოფიდან ჩართვამ), საკლუბო ფეხბურთში ისედაც ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ტურნირი, კიდევ უფრო ძლიერი და პრესტიჟული გახადა.

ჩემპიონთა ლიგა უდაოდ არა მხოლოდ ევროპაში,არამედ მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ტურნირია. მისი მოგება ნებისმიერი მწვრთნელის უდიდესი სურვილი და მოტივაცაა.მახსენდება ჟოზე მოურინიოს 2004 წლის ზაფხულში ლონდონის ჩელსიში პრეზენტაციისას წარმოთქმული სიტყვები: „მე აქ მოვედი, როგორც ლიგის მოქმედი გამარჯვებული და შესაბამისად ვარ განსაკუთრებული“. რომ არა ლიგის მოგება პორტოთი, ჟოზე ამ სიტყვების თქმას ვერ გაბედავდა და ასევე არც ეს თიკუნი დაერქმევოდა.

სტატისტიკის თანახმად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ძირითადად გამოცდილი მწვრთნელები ხდებიან, მაგრამ არიან მწვრთნელები,რომლებსაც ეს ტიტული აქვთ მოგებული მაშინ, როცა ახლად დამწყები მწვრთნელები იყვნენ.ესენია: ფაბიო კაპელო(მილანი 1993-94), ლუის ვან გაალი(აიაქსი 1994-95), ჟოზე მოურინიო (პორტო 2003-04, გაიმეორა ინტერში 2009-10), ლუის ენრიკე მარტინესი(ბარსა 2014-15). უდავოდ ესენი დიდი მწვრთნელები არიან,მაგრამ მათ ყურადღება კარიერის დასაწყისიდანვე სწორედ ლიგის მოგებისთანავე მიიპყრეს და თანამედროვე ფეხბურთში დღემდე უამრავი ტიტული მოიხვეჭეს და უდიდესი ავტორიტეტითაც სარგებლობენ.

ახლა მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო ისეთ მწვრთნელებზე, რომლებმა ეს უპრესტიჟულესი ტურნირი მთლიანად დიდ ფეხბურთში მათი სამწვრთნელო სადებიუტო სეზონის დროს მოიგეს. ეს თავისთავად არის მოვლენა მსოფლიო ფეხბურთში,რადგან იშვიათობაა მწვრთნელმა პირველივე სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგა აღმართოს. ასეთი კი 4 მწვთნელია: ვისენტე დელ ბოსკე( რეალი 1999-2000), ხოსეპ გვარდიოლა( ბარსა 2008-09), რობერტო დი მატეო(ჩელსი 2011-12) და ბოლოს, რეალის ამჟამინდელი დებიუტანტი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.ამ ოთხ მწვრთნელს კიდევ ერთი რამ აერთიანებთ.ესენი ყველა არიან იმ გუნდის წიაღიდან,რომლის მთავარი მწვრთნელებიც გახლდნენ.

1. ვისენტე დელ ბოსკე. 1999 წლის ნოემბერის ბოლოს, როცა უელსელმა მწვრთნელმა ჯ.ბ. ტოშაკმა რეალი დანგრევის პირას მიიყვანა და ლალიგის სატურნირო ცხრილში ათეულს ქვემოთ ვიყავით,მაშინდელმა პრეზიდენტმა ლორენცო სანსმა იძულებითი და ამავდროულად მეტად გაბედული ნაბიჯები გადადგა. მწვთნელის პოსტიდან გადააყენა ტოშაკი და მის ნაცვლად დანიშნა კასტილიის მწვრთნელი დელ ბოსკე, რომელსაც მანამდე უმაღლეს დონეზე მწვრთნელობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. იმ დროისთვის სეზონი უკვე დაკარგული იყო და უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილ მადრიდისტებს აღარაფრის იმედი ჰქონდათ.ყველაზე ოპტიმისტი მადრიდისტაც კი ვერ ინატრებდა თამამ ოცნებაში ლიგის მოგებას, მაგრამ დელ ბოსკემ სასწაული შეძლო.ამ დროს რეალი უკვე გასული იყო 8 ჯგუფიანი ეტაპიდან 4 ჯგუფიან ეტაპზე და მეორე ადგილით გავაღწიეთ მეოთხედ ფინალში, სადაც ფორტუნამ ლიგის მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ იუნაიტებს დაგვაჯახა.ყველამ ვიცით, ამ ორ მატჩიანი დუელის პერიპეტიები და თავს ამაზე არ შეგაწყენთ. მანიუს ბარიერის დაძლევის შემდეგ ფორტუნამ ნახევარფინალში შეგვახვედრა კიდევ უფრო ძლიერი ევროპული გრანდი ბაიერნი, რომელმაც ჯგუფში სირცხვილი გვაჭამა და ბერნაბეუზე 2-4 მოგვიგო, ხოლო მიუნხენში კიდევ უფრო უშანსოდ 4-1,მაგრამ ულვაშა აქაც სასწაულს აკეტებს და რეალი ფინალში გაყავს, სადაც იმ დროისთვის ეპოქალურ ვალენსიას შევხვდით და დიდი ანგარიშით 3-0 მოვიგეთ. ეს ყველაფერი სიგიჟეს და ამავდროულად ზღაპარს ჰგავდა. ეს იყო სასწაული სიხარული და კაპიტნების მანოლო სანჩესის და ფერნანდო იეროს თავზე აღმართული მერვე ჩემპიონთა ლიგის თასი. დელ ბოსკენ ლიგის მოგება მადრიდის რეალით ასევე 2001-02 წლის სეზონშიც შეძლო. ხოლო 2010 და 2012 წლებში ფურია როხას ჯერ მუნდიალი, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატები მოაგებინა.

2.ხოსეპ გვარდიოლა.როდესაც 2008 წლის ზაფხულში ბარსა-ატლეტიკის მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბარსას მწვრთნელად დაინიშნა,მას დელ ბოსკესთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ბარსა პირველივე დღიდან მოყოლებული მან მოამზადა სეზონისთავის და ტრანსფერებიც თავისი გემოვნებით გაჩარხა. ეს მის ღვაწლს არანაირად არ აკნინინებს,მითუფრო დიდ ფეხბურთში შესვლასთან ერთად მხოლოდ ლიგა კი არა, ტრიპლეტიც მოიგო. მან ხელახლა დანერგა და ზენიტში აიყვანა კრუიფის მიერ შექმნილი ტიკი-ტაკა და ბარსას მოწინააღმდეგე კლუბებეს არანაირი იარაღი არ ჰქონდათ ამ სრულყოფილამდე შესრულებული საფეხბურთო საოცრების წინააღმდეგ.გვარდის უდაოდ არა მხოლოდ დიდი მწვრთნელი,არამედ გენიოსი შეგვიძლია ვუწოდოთ. ფეხბურთის ფანების დაახლოებით 90 % იმაზე თანხმდება,რომ პეპიმ შექმნა ეპოქალური ბარსა,რომლითაც ლიგა უკვე მეორედ ასევე 2010-11 წლებშიც მოიგო.

2.ხოსეპ გვარდიოლა.როდესაც 2008 წლის ზაფხულში ბარსა-ატლეტიკის მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბარსას მწვრთნელად დაინიშნა,მას დელ ბოსკესთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ბარსა პირველივე დღიდან მოყოლებული მან მოამზადა სეზონისთავის და ტრანსფერებიც თავისი გემოვნებით გაჩარხა. ეს მის ღვაწლს არანაირად არ აკნინინებს,მითუფრო დიდ ფეხბურთში შესვლასთან ერთად მხოლოდ ლიგა კი არა, ტრიპლეტიც მოიგო. მან ხელახლა დანერგა და ზენიტში აიყვანა კრუიფის მიერ შექმნილი ტიკი-ტაკა და ბარსას მოწინააღმდეგე კლუბებეს არანაირი იარაღი არ ჰქონდათ ამ სრულყოფილამდე შესრულებული საფეხბურთო საოცრების წინააღმდეგ.გვარდის უდაოდ არა მხოლოდ დიდი მწვრთნელი,არამედ გენიოსი შეგვიძლია ვუწოდოთ. ფეხბურთის ფანების დაახლოებით 90 % იმაზე თანხმდება,რომ პეპიმ შექმნა ეპოქალური ბარსა,რომლითაც ლიგა უკვე მეორედ ასევე 2010-11 წლებშიც მოიგო.

3.რობერტო დი მატეო . 2012 წლის ზამთრის ბოლოს დი მატეოს დანიშვნა ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოხდა მაშინ,როცა ამ პერიოდისთავის მწვთნელებს უკვე აღარ ცვლიან ხოლმე. მართალია იანვრის თვეც გადასული იყო და თებერვლის შუა რიცხვებიც, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში გასვლაზე ნაპოლისთან 3-1 წაგებამ, აბრამოვიჩს მოთმინების უკანასკნელი ძაფი გაუწყვიტა და ანდრე ვილაშ ბოაში გუნდიდან გააგდო. ერთი შეხედვით დემორალიზირებულმა ჩელსიმ, ვისი იმიდიც მაშინ აღარავის ჰქონდა, განმეორებითი მატჩი 2-0 მოუგო ნაპოლის და 1/4 ფინალში გავიდა. ამას მოყვა ბენფიკას ბარიერის დაძლევაც და 1/2 ფინალში სწორედ პეპის ეპოქალური ბარსა დაამარცხა. ყველა დადარაჯებული ელოდა არისტოკრატების მოსალოდნელ მარცხს, ლურჯები კი საოცრებებს გვთავაზობდნენ. საოცრება იყო ასევე ფინალი, სადაც ბაიერნი არა ნეიტრალურ, არამედ საკუთარ ალიანს არენაზე მასპინძლობდა ტრავმებისგან და დისკვალიფიკაციებისგან განახევრებულ ჩელსის. არისტოკრატებმაც ბავარიის მიწაზე ლიგის თასიც დამსახურებულად აღმართეს.მაშინვე დაიწყო პრესამ დი მატეოზე ათასნაირი ამბების წერა და დიდებით ზეცაში აჰყავდათ, მაგრამ დავინტერესდი მასზე მოთხრობილი ორნაირი ჭორით,სადაც მაინც და მაინც მისი ღვაწლი არ აღინიშნებოდა. კერძოდ: 1. დი მატეომ მხოლოდ ერთი რამ გააკეთა, ძირითადში დააბრუნა ბოაშის მიერ ათვალისწინებული ლამპარდი და ამით ყველანაირი პრობლემა მოიხსნა. მეორე ჭორი კი კიდევ საფუძვლიანი იყო. ამბობდნენ,რომ მაშინ ჩელსის მწვრთნელი არა დი მატეო,არამედ დიდიე დროგბა გახლდათ და გასახდელშიც მხოლოდ მისი რჩევა-დარიგებები ისმოდა.ამ ჭორს ის ამძაფრებს,რომ მომდევნო სეზონიდან დროგბა ჩელსის ფეხბურთელი აღარ იყო,ხოლო დი მატეო შემოდგომიდანვე გაანთავისუფლეს უსახური და უხარისხო ფეხბურთის გამო და ჩელსიმაც იმდენი ქულა გაანიავა , ჩემპიონობის შანსები პირველი წრის დასრულებამდე მოსპო. მას მერე ბევრი წელი გავიდა,დი მატეოს კი იოტისოდენა წარმატებისთვისაც აღარ მიუღწევია.

4.ზინედინ ზიდანი (2016 წლის იანვარი)
როცა ამა წლის 3 იანვარს რეალის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ზიდანი რეალის მწვრთნელად დაინიშნა,გუნდის მთელი სისტემა მოშლილი იყო და ანტი მადრიდისტებსაც საზეიმოდ ჰქონდათ საქმე.ბენიტესმა იმდენი შეძლო,რომ რეალს მისი ფილოსოფიისთვის არადამახასიათებელი ფეხბურთი ათამაშებინა( არადა თავადაც მადრიდსტაა და დეტალურად უნდა სცოდნოდა ინჩადას მოთხოვნა).რეალი გახლდათ სრულ დეპრესიაში და ყველანაირი სათამაშო დისციპლინა მოშლილი იყო.ამას რაფას კონფლიქტებიც ემატებოდა ხამესთან,ისკოსთან და ხესესთან. ზოგადად კი რაფას კარგი დამოკიდებულება ძირთადად მეორე ხარისხოვან ფეხბურთელებთან ქონდა.მოკლედ,მტერსა თუ მოყვარეს გვეგონა ეს დადასრულის დასაწყისი იყო, ამ დროს მოვიდა კასტილიის მწვრთნელი ზიდანი და გულში მომავლის იმედმაც დაისადგურა.ზოგი აშკარა მხარდაჭერით,ზოგი კი მაინც შიშით იყო გამსჭვალული, რადგან მას არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ქონდა დიდ ფეხბურთში.ზიზუმ ჯოჯოხეთური შრომა გასწია და პირველ რიგში სათამაშო მსოფლმხედველობა შეცვალა.რეალი უფრო ზევით აწია და კომბინაციურ ფეხბურთს უფრო მეტი დრო დაუთმო. თანდათან "ფიზიკასაც" მიხედა და რეალს უკვე აქტიურად შეძლო პრესინგის თამაში მთელს მოედანზე. გაიზარდა გუნდის შედეგიანობა. ზიზუმ ასევე ჭკვიანურად განახორციელა როტაციები,რაც სამწუხაროდ, მისმა მასწავლებელმა კარლო ანჩელოტიმ ვერ შეძლო. მიუხედავად მცირე ჩავარდნებისა, რეალი გაიშალა და საკუთარ თავში დაჯერებული გახდა. ამის ბოლო აკორდი კი ლა ლიგაში ბოლო 12 ტურიდან მოპოვებული ქულათა მაქსიმუმი 36 ქულა იყო და ეს ყოველივე არაოპტიმალური შემადგენლობის ფონზე მოხდა.ზიზუს კიდევ ერთი დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ის არის,რომ თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა დაამყარა გასახდელში და რეალი ერთ მუშტად შეკრა. რომ არა ასეთი სულისკვეთება,კრახი გარდაუვალი იყო.

შეგნებულად აღარ შევყვები ჩემპიონთა ლიგის პერიპეტიებს და გადალახულ ბარიერებს,რადგან ყველაფერი ამ სეზონში მოხდა და კარგად გვახსოვს. ზიზუს წარმატებების ტრიუმფი უნდესიმაა,რაზეც ფიქრი,მიუხედავად არაერთგზის წარუმატებლობისა და სირთულისა, მადრიდისტების გულებში მაინც ენთო. ზიდანი მეტეორივით შემოიჭრა თანამედროვე ფეხბურთის ელიტაში და სულ რაღაც ხუთთვიანმა სამწვრთნელო გამოცდილების კაცმა, დროის უმოკლეს ვადაში დაშლილი გუნდი გააერთიანა და ჩემპიონთა ლიგის თასი აღამართვინა.ზიზუ მეორედ ჩაწერს მის სახელს არა მარტო რეალის საფეხბურთო,არამედ სამწვრთნელო კარიერაში,თანაც ჩაწერს ოქროს ასოებით,მე ამის მწამს და მჯერა...

დასასრულს კი მადრიდისტებო unooo, doosssss, treesssss hala madriiiiiiiid!!!!

ყველას გილოცავთ უნდესიმას!
ავტორი- Alejandro Alejando

  • Hala
  • 29 მაი 2016
  • 8 532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)