რონალდუ:„უბედნიერესი ვარ, მადლობა ყველა მადრიდისტას“
კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალის“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ემოციურად ისაუბრა...
„ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად და საბედნიეროდ, წარმატება ჩვენ გვხდა წილად.“
„მსურს, „რეალის“ ქომაგების სადღეგრძელო ვთქვა და მათ მივუძღვნა ეს უდიდესი წარმატება. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ყველა სიხარულს გამოხატავ და ერთმანეთს უზიარებს.“
„ეს იყო ჯადოსნური ღამე. Undecima - საოცრება მოხდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ. უდიდესი მადლობა ყველა ფანს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, მათ გარეშე წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა.“
„ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვიცი, რამხელა ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან არის დაკავშირებული ეს ეტაპი. ძალიან აღელვებელი და ამასთანავე ბედნიერი ვარ, საოცარი შედეგი „გამოვაცხვეთ“, ახლა ძალიან ჩქარა გავფრინდებით ესპანეთის დედაქალაქში, სადაც „სიბელესი“ გველოდება.“
- 29 მაი 2016
- 8 319
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.