გუტი გამარჯვებას გვპირდება

მადრიდის "რეალის" ვეტერანი ნახევამრცველი იმედოვნებს, რომ სამეფო კლუბი 17 წლიანი შესვენების შემდეგ, მოახერხებს და გაიმარჯვებს ლა კურუნიაში,"რიაზორზე"...

"იმედი მაქვს, მომავალი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში ვიქნები. წინა დაპირისპირებაში, მწვრთნელმა შანსი მომცა და ვფიქრობ მოლოდინი სრულად გავამართლე. მე კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და ამას აუცილებლად დავამტკიცებ."

"გუნდი პროგრესირებს, ეს ყველაზე მნიშნვნელოვანია, მთავარია მონდომება და ყველაფერი კარგად იქნება. უკვე ორ შეხვედრაში დავკარგეთ ქულები, ეს "ბარსელონას" წისქვილზე ასხავს წყალს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეცდომებს კატალონიელებიც დაუშვებენ."

"რიაზორი", ერთადერთი არენაა, სადაც არასოდეს არ მომიგია, იმედი მაქვს 17 წლიანი შესვენების შემდეგ, ამას დამდეგ დერბიში შევძლებთ. ძალიან რთულია ლა კურუნიაში თამაში, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. "დეპორტივო" არაა ის გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებთ, თუნდაც მათსავე მოედანზე. გპირდებით, რომ დამდეგი შეხვედრა ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება."

"ჩვენ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს ჩემპიონთა ლიგაზე, ლიონის "ოლიმპიკის" სახით. ფრანგები ძალიან ტექნიკურ, სწრაფ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენთვის "ლიონი" ძალიან უხერხული მეტოქეა. გარწმუნებთ, რომ ამ სეზონში ორი არასასიამოვნო ტრადიცია შეწყდება, პირველი–"რიაზორზე" გავიმარჯვებთ, მეორე– ლიგაზე1/8 ფინალს გავცდებით და საერთოდ ამ ტურნირს მხიარულ ნოტაზე დავასრულებთ."

"ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება, ამაზე დიდი სტიმული არ არსებობს. სწორედ ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ტიტულების მოგება შეგვიძლია. წარმატების მისღწევად მხოლოდ ლაპარაკი არ კმარა, დიდი შრომა და მონდომებაა საჭირო. იმედია ყველაფერი კარგად იქნება."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 27 იანვარი 2010
  • 1 906
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)