ერთი ნაბიჯი ოცნებამდე (ნაწილი 2)

დღეს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალია და ერთმანეთს კვლავ მადრიდელი გრანდები უპირისპირდებიან. ტრადიციულად დავწერე სტატია, ისევე როგორც 2 წლის წინ ფინალამდე.. იმედია თქვენს განწყობას ამჯერადაც ავამაღლებ.

2 წლის წინ, ფინალამდე ერთი დღით ადრე დავწერე სტატია, რომელსაც "ერთი ნაბიჯი ოცნებამდე" ერქვა.

2014 წლის 24 მაისს მადრიდის "რეალმა" საკმაოდ დაძაბული ბრძოლის (არც მეტი და არც ნაკლები) შედეგად "თასთა თასი" აღმართა და 12-წლიანი პაუზის შემდეგ ერთი დიდი თეთრი ოცნება აგვიხდინა!
2 წლის წინ მე ვწერდი, რომ არ ვიცოდი თუ რას ნიშნავდა ჩ/ლიგის მოგება და რა ემოცია მოჰყვებოდა მსაჯის სასტვენის გაგონებას. დღეს კი შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ 2014 წლის მაგიურ საღამოს მე ისტორიული მატჩის მომსწრე გაცხდი! ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ სულითა და გულით მადრიდისტა ვარ, ამას ვამბობ იმიტომ, რომ მიყვარს ფეხბურთი და ის, რაც 24 მაისს სერხიო რამოსის გოლს მოჰყვა იყო და არის ენითაუღწერელი საოცრება.

და ორი წლის შემდეგ მადრიდის "რეალი" კვლავ ფინალშია, კვლავ თანამოქალაქე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. ყველამ ვიცით, თუ რაოდენ რთული მატჩი გველის წინ. თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული აქვს, რომ მეტოქე იმაზე ბევრად ძლიერი და მოტივირებულია, ვიდრე წინა რაუნდში. ვერავინ უარყოფს, რომ "ატლეტიკომ" ურთულესი გზა განვლო ფინალში მოსახვედრად. მან უკან ჩამოიტოვა ისეთი გიგანტები, როგორიცაა "ბარსელონა", "ბაიერნი". დასახულ მიზნამდე მისაღწევად კი ერთადერთიღა კლუბი უდგას წინ- მადრიდის "რეალი".

ზოგადად მიმაჩნია, რომ დამსახურების მხრივ "რეალზე" მსჯელობა და იმის თქმა, რომ "იცით, თქვენ მარტივი კლუბები შეგხვდათ" არასწორია. ასეა თუ ისე ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ჩემპიონატი, ეს არის "ჩემპიონთა ლიგა", ტურნირი, სადაც ჩემპიონობისთვის ერთმანეთს საუკეთესოები ერკინებიან, ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ გამარჯვებული, რომლის ამპლუაშიც უკვე დღეს რეალი" ან "ატლეტიკო" მოგვევლინება, ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული იქნება.

ახლა კი გადავდივარ ჩემთვის საყვარელ ნაწილზე, სადაც, ძირითადად ემოციურად უნდა ვილაპარაკო. ძალიან ბევრი ვიფიქრე რისი დაწერა შემეძლო და როგორ მეცადა თქვენი განწყობის ამაღლება. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ძალიან მარტივია და უბრალოდ უნდა დავწერო ის, რაც სმართლეა და არაფერი სიმართლის გარდა.

რამდენი თქვენგანი ამჩნევს (დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი) ქუჩაში გავლისას ბავშვებს, რომლებმაც არ იციან რომელ ფლანგზე, რა პოზიციაზე თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი, სერხიო რამოსი, თუმცა მათი მაისურები აცვიათ და იციან ერთი- ეს თეთრი მაისური მადრიდის "რეალისაა". რატომ მაინც და მაინც "რეალი" (ასევე, ხშირ შემთხვევებში "ბარსელონა", "იუნაიტედი" ა.შ და ა.შ თუმცა ახლა ამაზე არ ვმსჯელობთ) ?! იმიტომ რომ "სამეფო კლუბი" იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე გგონიათ. ფიგუმ თქვა:
"ბარსელონაში თამაშით თქვენ გარანტირებული გაქვთ შესანიშნავი კარიერა, თუმცა იმისთვის, რომ მწვერვალს მიაღწიოთ, საჭიროა "რეალის" მაისურით თამაში."

მართლაც, დარწმუნებული ვარ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მადრიდის "რეალი" ძალიან კარგია! ასეთი საოცარი ისტორია და უამრავი ტიტული. გუნდი სადაც თამაშობდნენ და თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და რომელთა თამაშიც ყურებაც არა მარტო ჩვენ, არამედ მთელს საფეხბურთო სამყაროს სიამოვნებდა/სიამოვნებს. ამ დიდმა თეთრმა კლუბმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ მე-10 თასი აღმართა და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რას წარმოადგენს "სამეფო კლუბი". დღეს ჩვენი საყვარელი "რეალი" კვლავ ყურადღების ცენტრშია და მას ეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ყველას, რომ საუკეთესოა.

რამდენიმე საათში დაიწყება 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. წარმომიდგენია რა ხდება ახლა თითოეული თქვენგანის გულებში. რა ნელა გადის დრო! როგორ გაიწელება ხოლმე! მთელი დღე აქეთ-იქით დავდივართ და ვცდილობთ ყველაფერზე ვიფიქროთ ერთის გარდა, თუმცა სწორედ ის ერთია ახლა მთავარი. დღევანდელი საღამო ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის ჩვენც.

არ მინდა გადავამეტო და ამ კლუბისადმი უდიდესი სიყვარულის გამო ისეთი რაღაც ვთქვა, რასაც ბევრი სისულელედ მიიჩნევს, მაგრამ "რეალმა" დღეს მხოლოდ იმიტომ უნდა მოიგოს, რომ ის "რეალია" და სხვა არაფერი. ის არის მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, რომელიც სწორედ მაშინ იწყებს, როდესაც ყველას დამთავრებული ჰგონია. დარწმუნებული ვარ, დღეს ამ კლუბის შესრულებით კიდევ ერთ დიდებულ შერკინებას ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ მოედანზე გამოსული 11-ვე თეთრი რაინდი დღეს თავის მაქსიმუმს გააკეთებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც ვიამაყებთ თეთრი ფერითა და იმ თეთრი შემართებით, რომელიც დღეს გადამწყვეტი იქნება.

2 წლის წინ, ფინალამდე ერთი დღით ადრე დავწერე სტატია, რომელსაც "ერთი ნაბიჯი ოცნებამდე" ერქვა. დღეს, 2016 წლის 28 მაისს, ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ამ ყველაფერს ვწერ და სიხარულით ვიხსენებ 2014 წლის ტრიუმფს.. სერხიო რამოსის დიდებულ თავურ დარტყმას, რომელმაც "ატლეტიკოს" ის ერთადერთი გემრიელი ლუკმა ააცალა! ვიხსენებ თეთრი კაპიტნის, იკერ კასილასის ცრემლებს და ვაცნობიერებ, რომ კიდევ ერთხელ მინდა იმავე გრძნობის განცდა. კიდევ ერთხელ მინდა დიეგო სიმეონეს ღიმილის იმედგაცრუებად გარდასახვას ვუყურო! კიდევ ერთხელ მინდა შევხედო ამაყ კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც კიდევ ერთხელ შემოიხევს მაისურს და ბევრ თქვენგანს დაადუმებს.

"ლა დესიმა" საოცარი იყო, ახლა კი დროა "უნ დესიმას" გემოც გავიგოთ. იმედი მაქვს ცოტატი მაინც აგიმაღლეთ განწყობა, მადრიდისტებო. წარმატება ჩვენს თეთრ ბიჭებს, დაე "სამეფო კლუბმა" მეფურად დაასრულოს წლევანდელი სეზონი. ჰალა მადრიდ!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)