კასილასი: "ლიგის ფინალს ფავორიტი არ ჰყავს"
იკერ კასილასის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ჯერ ფავორიტი არასდროს ყოფილა და ამ ეტაპზე მუდამ თანაბარი გუნდები გადიან.
"ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი არ არსებობს. 16 წლის წინ, "ვალენსიას" დავუპირისპირდით და მაშინ ყველა ამბობდა, რომ "რეალს" გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ თასი მაინც ჩვენ აღვმართეთ."
"მადრიდული და საერთოდ ესპანური ფეხბურთისთვის ძალიან კარგია, როდესაც ასეთ გათამაშებაში ასეთი გუნდები გადიან. მიხარია, რომ ჩემი ქალაქის ორი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში საუკეთესოს გამოვლენას ეცდება."
Marca.com
- 27 მაი 2016
- 3 757
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.