როგორ უნდა დაამარცხოს "რეალმა" "ატლეტიკო"...

სრულიად საფეხბურთო სამყარო ხვალინდელი მატჩის მოლოდინშია.

მადრიდის "რეალისთვის" "ატლეტიკო" ბოლო პერიოდში უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ზინედინ ზიდანი დიეგო სიმეონეს დამარცხებაზე ფიქრობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს ფრანგ სპეციალისტს.

ყველაზე დიდი მოლოდინი "თეთრების" ნახევარმცველებისგან, მოდრიჩისგან და კროოსისგან არის. ნახევარდაცვის დუეტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათ უნდა შეძლონ მოედნის შუაგულში ბურთის მოპოვება და სწრაფი იერიშის მიტანა მეტოქის კარზე.

აქცენტი გაკეთდება შორეულ დარტყმებზეც, გამომდინარე იქიდან, რომ "ატლეტიკო" დაცვაში დიდებულად თამაშობს. ასევე რთული იქნება "როხი-ბლანკოს" კარისკენ შეტევა. ამიტომ შემტევების დახმარება მოუწევთ ფლანგის მცველებსაც.

სამეფო კლუბს აგრეთვე აქვს უდიდესი პლიუსი შეტევის ხაზში. BBC-ს შეუძლია ნებისმიერ უმნიშვნელო მომენტი ერთ წამში გოლად აქციოს. ზიდანის განკარგულებაში იქნება ასევე ბრაზილიელი კაზემირო, რომელიც ეცდება კოკეს ინდივიდუალურ მეურვეობას, რათა "ატლეტიკოს" კაპიტანმა თავის ჩვეულ სტილში არ გადააწოდოს თავდამსხმელებს ბურთი.

და ბოლოს, რაღა თქმა უდნა, მარსელო... რომელიც შეუდარებელია შეტევაშიც და დაცვაშიც. იგი თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მარცხენა მცველია და ზიდანი მასაც აუცილებლად გამოიყენებს.

Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)