"რეალი" "არსენალს" 50 მილიონზე უარს ვერ ეუბნება
მადრიდის "რეალის" და ლონდონის "არსენალის" წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
უკვე 90%-ით გადაწყვეტილია, რომ ალვარო მორატა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სამეფო კლუბში დაბრუნდება. ზინედინ ზიდანი ერთი ცენტრალური ფორვარდის დამატებას ითხოვს და ალვარო ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატია.
მიუხედავად ამისა, ფლორენტინო პერესმა "არსენალისგან" მიიღო საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება. არსენ ვენგერი მზად არის მორატა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ წაიყვანოს. ამ წინადადებამ პერესი დააფიქრა და დიდი ალბათობით იგი თავის ფეხბურთელს შემოთავაზებულ თანხაში გაცვლის.
Bernabeudigital.com
- 26 მაი 2016
- 6 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.