დანი პარეხო ხეტაფეში გადავიდა
კიდევ ერთმა კანტერელმა დატოვა კლუბი.
დანიელ პარეხო უკვე ოფიციალურად გახდა ხეტაფეს ფეხბურთელი, როგორც ამბობენ ეს ბოლო კანტერელია, რომელიც წელს ხეტაფეში გადავიდა. პარხეო ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხეტაფეს ხელმძღვანელობასთან და როგორც ეხლა ხდება ცნობილი, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეიდან პარეხო ოფიციალურად გახდა ხეტაფეს ფეხბურთელი.
ტრანსფერის ღირებულება შეადგენს 3 მლნ. ევროს, ხოლო მადრიდის რეალმა დაიტოვა ორი წლის განმავლობაში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.
20 წლის ნახევარმცველმა წინა სეზონის პირველი ნახევარი გაატარა "ქუინს პარკ რეინჯერსში" , ხოლო შემდეგ მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელის ხუანდე რამოსის თხოვნით დანი პარეხო იანვარში დააბრუნეს მადრიდის რეალში.
ფეხბურთელის პრეზენტაცია ხეტაფეს შემადგენლობაში მოხდება ორშაბათს თბილისის დროით 16:00 საათზე, სტადიონ "კოლისიო ალფონსო პერეს"-ზე.

წყარო: goal.com
- 26 ივლისი 2009
- 2 099
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.